დავით ქართველიშვილი: ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა...უკრაინული სამართლის ურემი, როგორც ჩანს, დაიქოქა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
283 13 მაისი 2026, 10:51

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, დავით ქართველიშვილი სოციალური ქსელით ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ერმაკის მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიებასა და მის მიმართ ბრალის წარდგენას.

ანალიტიკოსი წერს, რომ გამოძიება უკავშირდებოდა კორუფციულ სქემას ერმაკსა და „ენერგოატომს“ შორის. ქართველიშვილი იხსენებს გაჟღერებულ ინფორმაციას, რომ ერმაკი ФСБ-ს აგენტი იყო. ანალიტიკოსი ამაზე სოციალურ ქსელში 4 წლის წინ
წერდა და უცვლელად მოჰყავს საკუთარი განცხადება:

„თუ არ მივიღებთ მხედველობაში უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლების ვასილ ბურბასა და გენადი მოსკალის პირდაპირ დაბრალებას, რომ ანდრეი ერმაკი ФСБ-ს აგენტს წარმოადგენს, ნუთუ ინტერესს მოკლებულია ის, რომ მამამისი 1989 წელს ავღანეთში ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების დანაყოფს?“ - წერს ქართველიშვილი.

ანალიტიკოსს მოჰყავს ერმაკის სხვა ბიოგრაფიული და კარიერული დეტალებიც. ქართველიშვილი წერს, რომ უკრაინული სამართლის მანქანა დაიქოქა და ცოტა ხანში საჭირო სიჩქარესაც აკრეფს.

„უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს, ანდრეი ერმაკს, მასშტაბური კორუფციული საქმის გამოძიების ფარგლებში ბრალი წარედგინა. ამის შესახებ უკრაინის სპეციალიზებული ანტიკორუფციული პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული. როგორც ირკვევა, გამოძიება მიმდინარეობდა კორუფციულ სქემაზე, რომელიც ერმაკსა და „ენერგოატომს“ უკავშირდება (უკრაინული მედია წერს, რომ საუბარია 100 მილიონ დოლარზე).
პირადად მე ანდრეი ერმაკის თაობაზე საყურადღებო ინფორმაცია ჯერ კიდევ ოთხი წლის წინ მოგაწოდეთ, რომელსაც უცვლელად შეგახსენებთ: „თუ არ მივიღებთ მხედველობაში უკრაინის სპეცსამსახურების გადამდგარი გენერლების ვასილ ბურბასა და გენადი მოსკალის პირდაპირ დაბრალებას, რომ ანდრეი ერმაკი, მეტსახელად „ტიმოფეევი“, ФСБ-ს აგენტს წარმოადგენს, ნუთუ ინტერესს მოკლებულია ის ფაქტები, რომ მამამისი 1989 წელს ავღანეთში ხელმძღვანელობდა სსრკ-ს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველოს (ГРУ) სპეცდანიშნულების დანაყოფს.
ნუთუ არ არის საინტერესო, რომ ერმაკის მამის მოადგილეს იმ პერიოდში წარმოადგენდა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას მამა, რომელიც დღეს ერევანში ქვეყნის ელჩად მუშაობს, და სომხეთის აშკარა პრორუსული განწყობების მიუხედავად, ქვეყნიდან გამოწვეულიც კი არ არის.

ნუთუ ინტერესს მოკლებულია ასევე და „შემთხვევითობას“ შეგვიძლია მივაწეროთ ის ფაქტი, რომ პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, წარმოშობით უკრაინელი დმიტრი კოზაკი, ქალაქ ჩერკასში ცხოვრების პერიოდში ერმაკების მეზობელი იყო და მეგობრობდა მამამისთან.

კიდევ ერთი საინტერესო შტრიხი ანდრეი ერმაკის შრომითი ბიოგრაფიიდან - წლების განმავლობაში ის იყო ვიქტორ იანუკოვიჩის „რეგიონების პარტიიდან“ რადას ყოფილი დეპუტატის, ოსური წარმომავლობის ცნობილი უკრაინელი მოჭიდავის, კიევის ორგანიზებული დანაშაულებრივი ორგანიზაცია „სავლოხა“-ს (ლიდერი ბორის სავლოხოვი) აქტიური წევრის, ელბრუს თედეევის იურისტი და თანაშემწე...“

ასე რომ, უკრაინული სამართლის ურემი, როგორც ჩანს, დაიქოქა და ცოტა ხანში საჭირო სიჩქარეს აკრეფს...“ - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი