ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 12:11

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური გია ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურას მიმართავს.

საქმე ეხება „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გია ბარამიძის განცხადებას, რომლის თანახმადაც, „აფხაზეთში ომის დროს ქართველი სამხედროები ტყვეებს ხვრეტდნენ და აფხაზური მხარე ამიტომ ტყვეებს არ იძლეოდა“.

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის, კობა კობალაძის თქმით, ბარამიძის ეს განცხადება „არ არის მხოლოდ ვეტერანებისთვის სილის გაწვნა, ეს არის ყველანაირი პერსპექტივის მოსპობის მცდელობა ქვეყნისთვის“.

„უცებ გამოდის ეს მაკრუსუნე ელემენტი და ხელაღებით საუბრობს, თურმე რუსული დისციპლინის ქვეშ მყოფი შემადგენლობა გაცილებით უფრო ღირსეულად აწარმოებდა საბრძოლო მოქმედებებს და ტყვეების მიმართ ბევრად უფრო შემნდობები იყვნენ, ვიდრე ქართველები და საქართველოს მხარეს მებრძოლი ის ადამიანები, რომლებიც მართლა უდიდესი მისიით იბრძოდნენ ქვეყნის თავისუფლებისა და ერთიანობისთვის. ასეთი ბრალდება ჩვენს მოწინააღმდეგეს არ წაუყენებია ჩვენთვის, რადგან იცოდნენ, რომ ჩვენ ყოველთვის ვიყავით ღირსებით მებრძოლი ადამიანები.

საბრძოლო მოქმედებების დამთავრების შემდეგ ჩვენ საკმაოდ მძიმედ, მაგრამ ნაბიჯ-ნაბიჯ დავიწყეთ დაახლოება ერთმანეთთან. დაღუპულების გადმოსვენების პროცესში უდიდესი თანადგომა აქვს აფხაზურ მხარეს, საკმაოდ დიდი და იმედიანი მიმართულებით ვავითარებთ ურთიერთობებს ჩვენს შვილებს შორის. როდესაც სახელმწიფო ვერ ჩაითრიეს ომში, ახლა გააჟღერეს აბსოლუტურად უაზრო ბრალდება. ჩვენ ერთობლივი განცხადებით აუცილებლად მივმართავთ პროკურატურას, რომ დაგვეხმარონ შესაბამისი კომპეტენტური მოკვლევის ჩატარებაში, მოვითხოვთ, გაგვარკვიოს ჭეშმარიტებაში“, - განაცხადა კობა კობალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბათუმის საზღვაო ნავსადგურში საკონტეინერო და სასუქების ტერმინალები დაათვალიერა
თბილისი-ბათუმისა და ბათუმი-თბილისის მიმართულებებზე მატარებლით მგზავრობის ხანგრძლივობა 4 საათამდე შემცირდა - თბილისი-ბათუმი-თბილისის მატარებლით დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ იმგზავრა
ირაკლი კობახიძე: სტატისტიკა აჩვენებს, რომ 2020 წლის შემდეგ, ყოველწლიურად ფიქსირდება მკვლელობების სტატისტიკის შემცირება, რაც შეეხება 2012 წლამდე პერიოდთან შედარებას, სამჯერ არის საშუალოდ შემცირებული ეს სტატისტიკა, ეს არის ფაქტები და დანარჩენი არის სამარცხვინო სპეკულაციები
ირაკლი კობახიძე გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: ეს არის ყოვლად სამარცხვინო, მოღალატეობრივი განცხადება, როდესაც ასეთ რამეს აკადრებ საკუთარ ხალხს, შენს თანამოქალაქეებს, შენს კულტურას, ეს არის „ნაცისგანაც“ კი წარმოუდგენელი რამ, რასაც აუცილებლად სჭირდება საზოგადოების სათანადო რეაქცია
პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
არქივი