გია აბაშიძე როინ შავაძის საქმეზე: ეჭვმიტანილები არიან ნაცჯალათები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან, იმ რეჟიმის ზონდერები, რომელთა ავაზაკ და უტიფარ წარმომადგენლებს ხელისუფლებაში მობრუნება სურთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 28 ივლისი 2023, 15:42
ანალიტიკოსი გია აბაშიძე, პროკურატურის მიერ 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობის და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით  10 პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

აბაშიძის თქმით, როინ შავაძის საქმეზე ევროპულმა სასამართლომ როგორც პროცედურული, ისე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა და არ გაიზიარა წინა ხელისუფლების ოფიციალური ვერსია. მისი განცხადებით, საქმეზე ეჭვმიტანილები არიან „ნაციონალური მოძრაობის“ დროს არსებული კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლები, რომელთა წარმომადგენლებს, დღეს ხელისუფლებაში დაბრუნება სურთ.

„პროკურატურამ გამოძიების საბოლოო ეტაპზე მიიყვანა თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილის როინ შავაძის უკანონო დაკავების, წამებისა და განზრახ მკვლელობის საქმე. სისხლის სამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო. დაკავებულია 8 პირი, ხოლო ორი პირის მიმართ გამოცხადდება ძებნა.

აღსანიშნავია, რომ 2020 წლის 19 ნოემბერს , სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეზე „შავაძე საქართველოს წინააღმდეგ“ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის, კერძოდ, სიცოცხლის უფლების როგორც პროცედურული, ასევე არსებითი ნაწილის დარღვევა დაადგინა. ევროპული სასამართლოს შეფასებით, იმჟამინდელი მთავრობის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ როინ შავაძის სიკვდილი, დაკავებისას მისი გაქცევის აღსაკვეთად საჭირო ძალის გამოყენების შედეგი იყო, არ შეესაბამებოდა საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამდენად სასამართლომ როინ შავაძის მიმართ ლეტალური ძალის გამოყენების ოფიციალური ვერსია არ გაიზიარა. აღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე, სახელმწიფოს დაეკისრა ვალდებულება საქმეზე ჩაეტარებინა ეფექტიანი გამოძიება, ხოლო გადაწყვეტილების აღსრულებაზე და გამოძიების მსვლელობაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი ახორციელებდა.

ეჭვმიტანილები არიან ნაცჯალათები კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტიდან (კუდი). იმ რეჟიმის ზონდერები, რომელთა ავაზაკ და უტიფარ წარმომადგენლებს ხელისუფლებაში მობრუნება სურთ. იმ რეჟიმისა, რომელიც რუს ოკუპანტებს შემოუძღვა საქართველოში 2008 წლის აგვისტოში. იმ რეჟიმისა, რომელმაც ათასობით ქართული ოჯახი გააუბედურა და ბევრს დღემდე (ჯერჯერობით, მაგრამ ვერავინ აცდება სამართლის ზეობას) არ უგია პასუხი.



ქართველი ერი სისხლიანი ნაცრეჟიმის "პოლიტიკოსებს" არჩევნებში გამარჯვებაზე ყოველთვის ეტყვის - არა და არასდროს!

პროკურატურამ როინ შავაძის მკვლელობის საქმეზე სისხლისსამართლებრივი დევნა 10 პირის მიმართ დაიწყო.“ - წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი