თამარ ჩიბურდანიძე: ამერიკაში რუსებს დიდი პატივით ხვდებიან, ქართველები კი უპატრონოდ ქუჩაში კვდებიან
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 აგვისტო 2023, 10:41
"ამერიკაში რუსეთის მოქალაქეებს დიდი პატივით ხვდებიან ამ ომის ფონზე. მათთვის ყველაფერია შესაძლებელი, თუნდაც არალეგალური დასაქმება, დაბინავება, ელემენტარული სოციალური ხელშეწყობა. მაშინ, როდესაც ოჯახებით ჩასული ქართველი ემიგრანტები, პატარა ბავშვებით მეტწილად ქუჩაში ცხოვრობენ, სკვერში, სკამებზე სძინავთ, შიათ და სცივათ,“ - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში წერს.

ჩიბურდანიძის თქმით, ამერიკის ელჩი არ უნდა მოუწოდებდეს საქართველოს იმის გაკეთებისკენ, რასაც მისივე ქვეყანა არ აკეთებს.

„დღეს ბათუმში ტურისტულ გემთან ოპოზიციის მიტინგს ამერიკის ელჩი გამოეხმაურა და შეაქო იქ მყოფი ოპოზიციური პარტიის წევრები. ბუნებრივია, კელი დეგნანისთვის ოპოზიციის ყველა ქმედება მისაღებია, მათ შორის ისიც, რასაც საკუთარ ქვეყანაში არ აკეთებენ. მე ყოველდღიური კავშირი მაქვს ჩვენს დიასპორულ ორგანიზაციებთან, ჩვენს ემიგრანტებთან უცხოეთში და ვიცი, რა ხდება იქ. შეძრწუნებული ვარ ამერიკიდან მიღებული ინფორმაციით სწორედ ამ პერიოდში, უკრაინის ომის შემდეგ. საქმე იმაშია, რომ ამერიკაში რუსეთის მოქალაქეებს დიდი პატივით ხვდებიან ამ ომის ფონზე. მათთვის ყველაფერია შესაძლებელი, თუნდაც არალეგალური დასაქმება, დაბინავება, ელემენტარული სოციალური ხელშეწყობა. მაშინ, როდესაც ოჯახებით ჩასული ქართველი ემიგრანტები, პატარა ბავშვებით მეტწილად ქუჩაში ცხოვრობენ, სკვერში, სკამებზე სძინავთ, შიათ და სცივათ. რამდენი გარდაცვალებაა უკვე ბოლო თვეებში ამერიკაში ქართველ ემიგრანტებში, განსაკუთრებით, ახლად ჩასულებში.

არალეგალური მიგრაციის მომხრე არა ვარ და პატივს ვცემ კანონის უზენაესობას ყველა ქვეყანაში. 2019 წელს, როდესაც ქართულ დიასპორას შევხვდი ნიუ-იორკში, ქალაქის ხელმძღვანელობას მათთან ერთად, მადლობაც კი გადავუხადე ქართველების ასეთი დაფასებისთვის. მაგრამ დღეს? უკრაინის ომის ფონზე, რაშიც მთლიანად არის ჩართული ამერიკა და მათი მტერია დღეს რუსეთი, ბევრად უფრო პრიორიტეტული უნდა იყოს მათთვის რუსეთის მოქალაქეები, ვიდრე მათი სტრატეგიული პრატნიორის, საქართველოს მოქალაქეები? თუ ამერიკაში არ შეიძლება ტურისტს პასუხი მოსთხოვო მისი ქვეყნის ხელისუფლების გამო და საქართველოში დასაშვებია? რატომ იწონებს ამერიკის ელჩი საქართველოში იმ ქმედებას, რასაც თავად არ აკეთებენ? ისევ და ისევ ორმაგი სტანდარტი და ყურმოჭრილი ოპოზიციის ლობიზმი. დღევანდელ ფაქტთან დაკავშირებით საქმე გვაქვს მხოლოდ პოლიტიკურ აქტთან და არავითარ შემთხვევაში ეროვნულ ღირსებასთან. ეს არის პროვოკაცია და ვინ იცის, იყო თუ არა გემზე ამ ოპოზიციის პროვოკატორი რუსი, რომლის ქმედებაც აანთებდა იმ ნაპერწკალს, რისგანაც აგიზგიზდებოდა მათთვის სანატრელი ომი საქართველოში?" - წერს ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი