თამარ ჩიბურდანიძე: მინდა „დავამშვიდო“ ხატია დეკანოიძე და ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ არც ერთი ბრძოლა არ წაუგია და თუკი ისინი „ხალხის ძალას“ მის მიერ დაფუძნებულად თვლიან, მაშინ სწორად უგრძნიათ მათთვის მოახლოებული საშიშროება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 აგვისტო 2023, 18:04
უპრეცედენტო იყო ჩვენი მოძრაობის დაფუძნება ქართულ პოლიტიკაში. მოულოდნელი მეხის გავარდნა იყო ბევრისთვის, ვინც ცდილობდა ქართველი ხალხის მოტყუებას, გამანადგურებელ ომში ქვეყნის შეთრევასა და სიყალბის სიმართლედ გასაღებას“, - ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, თამარ ჩიბურდანიძემ, სოციალურ ქსელში დაწერა.

მისი თქმით, ოპოზიციამ აშკარად გაიაზრა, რომ „ხალხის ძალა“ მათი ღირსეული მეტოქეა, თუმცა აქვე დასძენს, რომ ამ მოძრაობას ჯერ მუშაობა არ დაუწყია და მათი საქმიანობა ბოლო ერთი წლის განმავლობაში მხოლოდ პროლოგი იყო.

„მესმის და ვიზიარებ ოპოზიციის წუხილს „ხალხის ძალის“ სამართლიანი მოთხოვნის გამო, რომ ამერიკის მსგავსად საქართველოშიც კანონიერი პასუხი გაეცეთ არჩევნების გამყალბებლებს. ეს აუცილებლად მოხდება, როგორც არ უნდა შეშფოთდეს თუ აღშფოთდეს ჩვენი ოპოზიცია თავისი უცხოელი ლობისტებით. ამით კი დაზღვეული იქნება მოახლოებული არჩევნები გაყალბებისგან, რისთვის მზადებაც უკვე დაწყებულია ოპოზიციასა და მათ ენჯეოებში.  

რაც შეეხება ხატია დეკანოიძის მხრიდან „ხალხის ძალის“ შეფასებას, მის ადგილას უფრო დაკვირვებული ვიქნებოდი, რადგან მის სიტყვებში აშკარად იკვეთება შიში იმ მოსალოდნელ რეალობაზე, რასაც  მოახლოებულ არჩევნებზე მიიღებენ სწორედ „ხალხის ძალისა“ და „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შედეგად.  ჩვენი მოძრაობა იმისთვის შეიქმნა, რომ მათთვის მწარე სიმართლე, ხალხისთვის კი აუცილებელი რეალობა გამოააშკარაოს. ბუნებრივია, ეს მტკივნეულია ისედაც სახედაკარგული ოპოზიციისთვის. „ხალხის ძალის“ ატანა მათთვის ნამდვილად ძნელია. 

უპრეცედენტო იყო ჩვენი მოძრაობის დაფუძნება ქართულ პოლიტიკაში. მოულოდნელი მეხის გავარდნა იყო ბევრისთვის, ვინც ცდილობდა ქართველი ხალხის მოტყუებას, გამანადგურებელ ომში ქვეყნის შეთრევასა და სიყალბის სიმართლედ გასაღებას.

რაც შეეხება „ხალხის ძალის“ ერთწლიან მოღვაწეობას, თუნდაც იმ ერთი ამერიკული კანონით, რომელიც თავად ამერიკის ელჩმა დიდი შანტაჟით ჩააგდო საქართველოში, ჩვენ დიდი საქმე გავაკეთეთ. ეს იყო უპრეცედენტო შემთხვევა, როდესაც მიუღებელმა კანონმა მიღებულ კანონზე მეტი გააკეთა. 

მინდა „დავამშვიდო“ ხატია დეკანოიძე და ვუთხრა, რომ ბიძინა ივანიშვილს ჯერ არც ერთი ბრძოლა არ წაუგია და თუკი ისინი „ხალხის ძალს“ მის მიერ დაფუძნებულად თვლიან, მაშინ სწორად უგრძნიათ მათთვის მოახლოებული საშიშროება, ქვეყნისთვის კი კიდევ ერთი დიდი გადარჩენა. 

როგორც ჩანს, ოპოზიციამ არ იცის, რომ „ხალხის ძალას“  ჯერ არ დაუწყია მუშაობა, ეს მხოლოდ პროლოგი იყო“, - წერს თამარ ჩიბურდანიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი