ნანა კაკაბაძე: პატრიარქის პოზიციები და გადაწყვეტილებები ხშირად ხდებოდა სანიმუშო არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროსათვის - ეს 60 წელი ჩვენი ერისა და ეკლესიის სულიერების რეალური ფერისცვალება იყო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 აგვისტო 2023, 11:36

არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის მღვდელმთავრად კურთხევის 60 წლის იუბილეს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

კაკაბაძის განცხადებით, ილია II-ის მოღვაწეობა და მისი პოზიციები სანიმუშო იყო არა მხოლოდ ქართული, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროსთვის. მისი თქმით, სწორედ კათოლიკოს-პატრიარქმა დაუდო სათავე ტაძრებში ახალგაზრდების დაბრუნებას, რაც ათეისტური ეპოქისთვის უცხო ტენდენცია იყო.

„დღეს პატრიარქის ეპისკოპოსად კურთხევის 60 წლის იუბილეა.

მიყვარხარ ჩვენო (ჩემო) უწმინდესო! 60-ზე მეტი წელია დგახარ ჩვენი ქვეყნისა და რწმენის დედაბოძად, რომელსაც ვერ ერევა ვერც მსოფლიოში დატრიალებული ქარიშხალი და ქარბორბალა და ვერც შიდა თუ გარე ბოროტი ძალების სიცრუით გაჯერებული ცილისწამებები.

ეს სამოცი წელი იყო რეალური ფერისცვალება ჩვენი ერის და ეკლესიის სულიერების. პატრიარქის პოზიციები და გადაწყვეტილებები ხშირად ხდებოდა სანიმუშო და სამაგალითო არა მარტო ჩვენი, არამედ მსოფლიო მართლმადიდებლური სამყაროსათვის, რათა სწორი მიმართულებით გადადგმულიყო ნაბიჯები.

სწორედ შენი ეპისკოპოსობიდან იღებს სათავეს და მერე პატრიარქობაში უკვე ხორცს ისხამს იმ ათეისტური ეპოქისათვის სრულიად ახალი ტენდენცია, ტაძრებში მორწმუნე ახალგაზრდების უწყვეტი შემოდინება, რომლებიც შენი ქადაგებებით და ცხოვრებისეული მაგალითებით სწავლობდნენ უფლის, სამშობლოს და ადამიანის სიყვარულს, სანიმუშო მოქალაქეობას, ოჯახისა და მშობლებისადმი პატივისცემას და ზოგადად, სწორი ცხოვრების წესს.

უწმინდესო! კიდევ დიდხანს იყავი ჩვენი ერის საამაყოდ, თაობებისათვის ცხოვრების მასწავლებლად და ქვეყნის კეთილდღეობისთვის მლოცველად!“, - წერს ნანა კაკაბაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი