დავით ქართველიშვილი: გაიმეტებენ თუ არა "გლობალური ომის პარტიის" აგენტოკრატები თავის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას გავლენის აგენტს სასამართლოს საბრალდებო სკამზე მოსათავსებლად - ამას, იმედია, უახლოესი დრო დაგვანახებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ოქტომბერი 2023, 10:28
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ყველაზე დიდი ესპანური გამოცემის "ელ პაისის" ფურცლებზე გამოჩნდა ცნობები და სქემაც, რომლის კვალი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მიდის.

"ქოლ-ცენტრების" საქმეზე BBC-ის ჟურნალისტური გამოძიება როგორც იქნა გავიდა თავისი განვითარების კრიმინალიზაციის სტადიაზე. დადგა დრო, გავიხსენოთ დავით კეზერაშვილი და მისი უახლოესი ბიზნეს-პარტნიორები ევროპელი პენსიონერების ძარცვის საქმეში: პირველ რიგში - ისრაელის მოქალაქე დავით თოდუა და საქართველოს მოქალაქე რატი ჭელიძე. ორივე წარმოადგენს კეზერაშვილის ფულით დაფინანსებული ბიზნესკომპანიების მმართველ მენეჯერებს. აქედან რატი ჭელიძე ხუთი წელია რაც გაქცეულია ქვეყნიდან კვიპროსზე - იქ, სადაც დავით კეზერაშვილს უკვე წლებია გააჩნია თავისი ძირითადი დისლოკაციის ადგილი.

რაც შეეხება ევროპული მიმართულებით მოქმედ ქოლ-ცენტრებს, მათი ძირითადი შტაბ-ბინა განლაგებულია უკრაინასა და ალბანეთში, და ორივე კიევში "Milton group"-თან არის დაკავშირებული. ალბანეთში გახსნილი ქოლ-ცენტრი დაკომპლექტებულია 400 ოპერატორით. კომპანიას ხელმძღვანელობს ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილი მრჩეველი ამანთ ჟოზიფი - კეზერაშვილისა და თოდუას ბიზნეს-პარტნიორი. უკრაინასა და ალბანეთში დაფუძნებულ ქოლ-ცენტრებს ასევე მჭიდრო საქმიანი ურთიერთობები გააჩნიათ ჩრდილოეთ მაკედონიაში განლაგებულ ცენტრებთან, სადაც ასევე ასობით ოპერატორია დასაქმებული.

2020 წელს, კიევში "Milton group"-ის საახალწლო წვეულებაზე გადაღებულ სამახსოვრო ფოტოსურათზე აღბეჭდილია ამ ქოლ-ცენტრების ძირითადი მენეჯმენტის წარმომადგენლები, რომლებიც დავით კეზერაშვილის უახლოეს ბიზნესპარტნიორებს წარმოადგენენ და ასობით მილიონ ევროსა თუ დოლარს აკეთებენ ევროპელ გულუბყვრილო მოქალაქეების სურვილებზე - სწრაფი მოგება ნახონ ქოლ-ცენტრების მიერ შემოთავაზებულ ფინანსურ მაქინაციებზე, სინამდვილეში კი ამით საკუთარ ფულსაც კარგავენ და საერთაშორისო კრიმინალური სინდიკატის ფინანსური პირამიდის აშენებას უწყობენ ხელს.

დღეს ამ საერთაშორისო ბანდის ერთ-ერთი მთავარი მოქმედი პირი, 33 წლის მულტიმილიონერი ამანთ ჟოზიფი დუბაიში ესპანეთის მოთხოვნით დააკავეს და ახლა მადრიდში ექსტრადიციას ელოდება. ირკვევა, რომ ალბანეთის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა მრჩეველმა 17 ათასი მოქალაქე დააზარალა, ჯამში კი პენსიონერებისგან ორ მილიარდ-ნახევარი ევრო მოიპარა. ყველაზე დიდი ესპანური გამოცემის "ელ პაისის" ფურცლებზე გამოჩნდა ცნობები და სქემაც, რომლის კვალი საქართველოს თავდაცვის ყოფილ მინისტრთან, დავით კეზერაშვილთან მიდის. გაიმეტებენ თუ არა "გლობალური ომის პარტიის" აგენტოკრატები თავის ერთ-ერთ ყველაზე ძვირფას გავლენის აგენტს სასამართლოს საბრალდებო სკამზე მოსათავსებლად, ამას, იმედია, უახლოესი დრო დაგვანახებს.

P.S.: ფოტოზე 1 ნომრით გამოსახულია დავით კეზერაშვილის ბიზნესპარტნიორი დავით თოდუა, ხოლო 2 ნომრით ნაჩვენებია ალბანეთის თავდაცვის მინისტრის მრჩეველი  Amant Josifi (ფოტო გადაღებულია 2020 წელს, კიევში "milton group"-ის საახალწლო წვეულებაზე)," - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი