ეკა სეფაშვილი: ეს მანიფესტი, როგორც ჩანს არის სადღეგრძელო, რომელიც მიმართულია საზოგადოების თვალში ნაცრის შესაყრელად. ვის დაჯერებას ახერხებენ ისინი ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ, რომ პარტია იშლება თვალსა და ხელს შუა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ნოემბერი 2023, 18:42
ნაციონალურ მოძრაობის მანიფესტი შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას და მისი ერთ-ერთი მთავარი მიმართულება, რომელიც ხალხისადმი სახელმწიფოს სამსახურს ეხებოდა  „გაუგონარ ცინიზმად“ მოიხსენია. „მართლაც გაუგონარი ცინიზმია ნაციონალური მოძრაობისგან, როდესაც ამბობენ, რომ სახელმწიფო ხალხს უნდა ემსახურებოდეს და არა პირიქით. თუ გავიხსენებთ იმ სასამართლო პროცესს, რაც მიმდინარეობს - 9 მილიონი ლარის გაფლანგვაზეა საუბარი, ასევე, გავიხსენებ კეზერაშვილს, რომელმაც 5 მილიონი მოჰპარა საკუთარი ქვეყნის ჯარს და როგორც თავდაცვის მინისტრმა განაცხადა, კიდევ ძალიან ბევრი ბიუჯეტური ხარჯია, რომელსაც ვერც თავი გაუგეს და ვერც ბოლო. ამ დრომდე ირკვევენ და ბოლოში ვერ ჩასულან ისეთი ჩახლართულია ყველაფერი და 5 მილიონი მხოლოდ დამტკიცებული ციფრია, იმის იქეთ რამდენია, არ ვიცით.

გავიხსენოთ ასევე, მათ მიერ გადახდილი და დაფინანსებული მილიონები, რაც მიმართული იყო ქვეყნის საწინააღმდეგო კამპანიაზე და „ფარას“ დოკუმენტებით როგორც ირკვევა, რომლითაც ითხოვდნენ ქვეყნის დასანქცირებას, იმიჯის შელახვას და ა.შ.

კეზერაშვილს, რომელიც ასე ვთქვათ, არის ოლიგარქი და ფარული მმართველი, საიდან აქვს ამდენი ფული, რომელიც, როგორც თავად ამბობს, აფინანსებს მედიას, ენჯეოს და პარტიასაც,“ -  განაცხადა  ეკა სეფაშვილმა. 
 
მისი თქმით, სულ უფრო თვალში საცემია ნაციონალური მოძრაობის  დესტრუქციული ბუნება და სავარაუდოდ, დაშლის პირას მისული პარტიის მომხრეების რიცხვი შემცირდება.  „ეს მანიფესტი, როგორც ჩანს, არის სადღეგრძელო, რომელიც მიმართულია საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შესაყრელად. ვის დაჯერებას ახერხებენ ისინი ნამდვილად არ ვიცი, იმიტომ, რომ პარტია იშლება თვალსა და ხელს შუა და ხალხი ხედავს მათ დესტრუქციულ ბუნებას, მანიპულაციურ მსჯელობას და ყალბ ნარატივს. მე უკვე ვხედავ და ამის ნიშნებიც არის, რომ მათ სულ უფრო ნაკლები მომხრეები ჰყავთ. ამ მანიფესტის შემდეგ, სადაც აშკარაა ეს ფარისევლური გამონათქვამები, ალბათ უფრო მეტი ადამიანი დაფიქრდება, დაუჭიროს თუ არა მხარი ერთიან ნაციონალურ მოძრაობას. მითუმეტეს, რომ რამდენიმე დღის წინ ვიხილეთ თემურ ალასანიას მიმართვა, სადაც ის პირდაპირ მოუწოდებს ხალხს ერთმანეთის ხოცვა-ჟლეტისკენ და პირდაპირ ამბობს, რომ ასეთი გახლეჩილი და ერთმანეთს დატაკებული საზოგადოება მირჩევნიაო იმიტომ, რომ მართალია, ასეთი საზოგადოების მართვა უფრო იოლია. ეს არის ამათი ბუნება და ღირებულებები, რაზეც ისინი დგანან,“- განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი