ირაკლი ლატარია არასამთავრობო ორგანიზაციებზე: ჩვეულებრივი ბოროტები არიან, რომლებსაც ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი - რაც ქართული და მართლმადიდებლურია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 იანვარი 2024, 00:30
სამჯერ წავიკითხე შალვა პაპუაშვილის ტექსტი და ვერაფრით მივხვდი, ასე რატომ გაგიჟდნენ? ე.ი კაცს არ შეეძლო ეთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა არ შეიძლება და ასეთი ქმედებები დაპირისპირების წახალისება არისო? ანუ პარლამენტის თავმჯდომარეს ობიექტური შეფასება და საპატრიარქოს მხარის დაჭერა არ შეეძლო, სამაგიეროდ ამათ შეუძლიათ მთელი ეკლესია აგენტებად მოიხსენიონ? - წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ირაკლი ლატარია, შალვა პაპუაშვილის განცხადებაზე არასამთავრობო ორგანიზაციების რეაქციის შესახებ. 

ლატარიას თქმით, ყველა სიტყვაში ეთანხმება პარლამენტის თავმჯდომარეს და აღნიშნავს, რომ ისინი ვინც ამას დაპირისპირების წახალისებას ეძახიან,  ჩვეულებრივი ბოროტები არიან, რომლებსაც ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი - რაც ქართული და მართლმადიდებლურია. 


„რატომ ეცნენ ასე გაგიჟებით პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებას? რა თქვა არ მისაღები? ხატის შეურაცხყოფა არ შეიძლებაო და რა არის აქ დასაგმობი? სამაგიეროდ ამ ჭინკებს მოსწონთ პატრიარქის გინება, ეკლესიის მიწასთან გასწორება, სარწმუნოების აბუჩად აგდება და ა.შ ხომ?...... 
გაბედონ აბა მეჩეთში შესვლა და რაც ჩვენთან გააკეთეს იგივე იკადრონ.. მიდი აბა გაბედონ.. მართლა ამოვიდა ყელში რა. შეიძლება მე არ ვიყავი ძალიანაც ეკლესიური ცხოვრებით მაცხოვრებელი, მაგრამ სხვის რწმენას არასოდეს ვეხები და ყოველთვის პატივს ვცემდი და ეს ყველაფრის მკადრებლები, რატომ აგინებენ და ებრძვიან ყველაფერს, რასაც ქრისტიანობა და მართლმადიდებლობა ჰქვია? ალბათ ყველას გახსოვთ ევროპაში რაც მოხდა, მარტივი სარკაზმის გამო (შარლ ებდოო) და აქ ყველას, ყველაფერი რატომ უნდა შეეძლოს? რატომ უნდა ეპატიოს? აქ ხომ ელემენტარულ პატივისცემაზეა საუბარი? შეიძლება შენ ბევრი რამ არ მოგწონდეს, მაგრამ რა უფლებით ეხები სხვის რწმენას? სხვის სალოცავს? სხვის საფიცარს? აი - რა უფლებით? მართლა ჭინკები არიან რა  
სამჯერ წავიკითხე შალვა პაპუაშვილის ტექსტი და ვერაფრით მივხვდი, ასე რატომ გაგიჟდნენ? ე.ი კაცს არ შეეძლო ეთქვა, რომ ხატის შეურაცხყოფა არ შეიძლება და ასეთი ქმედებები დაპირისპირების წახალისება არისო? ანუ პარლამენტის თავმჯდომარეს ობიექტური შეფასება და საპატრიარქოს მხარის დაჭერა არ შეეძლო, სამაგიეროდ ამათ შეუძლიათ მთელი ეკლესია აგენტებად მოიხსენიონ? 
არა რა - ჩვეულებრივი ბოროტები არიან, რომლებსაც ეზიზღებათ ყველა და ყველაფერი _ რაც ქართული და მართლმადიდებლურია... ყველა და ყველაფერი...
ყველა სიტყვაში ვეთანხმები პარლამენტის თავმჯდომარეს , ყველა სიტყვაში და დავამატებდი კიდევ რაღაცებს, მაგალითად ბევრ ,,ტუუუუუუუუს"“ - წერს ირაკლი ლატარია სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი