სასამართლო სისტემის ხარისხით საქართველო მსოფლიოში 33-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულში მე-15 ადგილს იკავებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 03 ივნისი 2026, 13:16

ჩენდლერის ინსტიტუტი კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, სასამართლო სისტემის ხარისხის ინდექსს აქვეყნებს.

საქართველოს სასამართლო სისტემამ მაღალი შეფასება მიიღო და მსოფლიოში 33-ე პოზიციაზე გავიდა, ევროპის საუკეთესო ოცეულში კი მე-15 ადგილი დაიკავა. მსოფლიო რეიტინგში საქართველო უსწრებს დიდი შვიდეულის 2 ქვეყანას, ევროკავშირის და ნატოს წევრ 20 სახელმწიფოს. ეს ქვეყნებია: საფრანგეთი, იტალია, ესპანეთი, პორტუგალია, უნგრეთი, ჩეხეთი, სლოვაკეთი, პოლონეთი, სლოვენია, ხორვატია, ლატვია, ლიეტუვა, საბერძნეთი, რუმინეთი, ბულგარეთი, მალტა, კვიპროსი, მონტენეგრო, ჩრდილოეთ მაკედონია, თურქეთი.

კვლევის მიხედვით ევროპის საუკეთესო 15 სასამართლო სისტემა შემდეგ ქვეყნებშია: საქართველო, ბელგია, შვედეთი, შვეიცარია, ისლანდია, გერმანია, ესტონეთი, დიდი ბრიტანეთი, ნორვეგია, ფინეთი, დანია, ნიდერლანდები, ირლანდია, ლუქსემბურგი, ავსტრია.

სასამართლო სისტემის ხარისხის ინდიკატორი ეფუძნება მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის გამოკვლევას, რომელიც გლობალური გამოკითხვის ფარგლებში პასუხობს სასამართლოს სისტემის შეფასების ორ საკვანძო კითხვას:

1. რამდენად დამოუკიდებელია სასამართლო სისტემა მთავრობის, ფიზიკური პირების ან კომპანიების გავლენისგან?

2. რამდენად ეფექტურია კომპანიებისთვის სამართლებრივი და სასამართლო სისტემები დავების მოგვარებაში?

აღსანიშნავია, რომ ჩენდლერის ინსტიტუტის კარგი მთავრობის 2026 წლის ანგარიში ბოლო პერიოდში გამოქვეყნებულ კვლევებს შორის რიგით მეორეა, სადაც საქართველოს სასამართლო სისტემას მსოფლიოსა და ევროპაში მოწინავე პოზიციები უფიქსირდება.

პირველი იყო ევროპის ანტიკორუფციული კვლევების ცენტრის საჯარო კეთილსინდისიერების ანგარიში, რომელიც ევროკომისიამ გამოაქვეყნა და სადაც საქართველოს სასამართლო სისტემა დამოუკიდებლობით ევროპის საუკეთესო საუკეთესო ოცეულში მოხვდა.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს
ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს
ირაკლი ზარქუა: აგვისტოს ომის დროს დასავლეთს არ აწყობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვინმეს რამე განცხადებები გაეკეთებინა. უკრაინის ომის მერე მწვანე აქვთ იმაზე, რომ რუსეთს წინააღმდეგ გაილაშქრონ და ყველანაირი პროვოკაცია მოაწყონ
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმაურება და მას საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაში და სიცრუეში ადანაშაულებს
არქივი