სახალხო დამცველი – ომიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აგვისტო 2026, 06:13

რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ 18 წელი გავიდა. ომის დასრულებიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები ყოველდღიურად აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე, – ამის შესახებ სახალხო დამცველის განცხადებაშია ნათქვამი.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სიცოცხლის უფლების დარღვევასა და დაუსჯელობაზე დამატებით მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2026 წლის 23 ივნისის გადაწყვეტილებაც, რომლითაც რუსეთის ფედერაციას გიორგი ანწუხელიძისა და სხვა ქართველი სამხედროების მკვლელობისა და წამებისთვის დაეკისრა პასუხისმგებლობა.

„უმნიშვნელოვანეს გამოწვევად კვლავ რჩება საოკუპაციო რეჟიმების მიერ, ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთისთვის, როგორც ოკუპირებული აფხაზეთის ისე ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით, პირთა უკანონო დაკავებების და პატიმრობის პრაქტიკა.

ოფიციალური მონაცემებით 2008 წლიდან 2026 წლამდე რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ იქნა დაკავებული 3 664 პირი, მათგან 2 062 ოკუპირებული აფხაზეთის, ხოლო 1 602 ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით. რაც შეეხება უკანონო პატიმრობის საკითხს, 2026 წლის მდგომარეობით ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში კვლავ რჩება უკანონო პატიმრობაში საქართველოს 11 მოქალაქე, ხოლო ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით – 6 მოქალაქე.

უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა. ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა, რის გამოც წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა. ამასთანავე, კვლავ გრძელდება დე ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მიერ სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებზე ეთნიკური ნიშნით დევნისა და ფსიქოლოგიური ზეწოლის შემთხვევები.

საოკუპაციო რეჟიმის მიერ განხორციელებული მსგავსი უკანონო ქმედებები უხეშად არღვევს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობის უფლებებსა და თავისუფლებებს, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიების დაშვების აუცილებლობას.

საქართველოს სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, თავისი მანდატის ფარგლებში, ხელი შეუწყოს ადამიანის უფლებების დაცვაზე ორიენტირებული დიალოგისა და თანამშრომლობის გაძლიერებას“, – ნათქვამია სახალხო დამცველის განცხადებაში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ბარამიძის განცხადებასთან დაკავშირებით პროკურატურამ სამშობლოს ღალატისა და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ალექსანდრე ტაბატაძე: გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებული განცხადება, რომელიც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებული ომის დროს ტყვეების მიმართ დამოკიდებულებას ეხებოდა, არის უკიდურესად უპასუხისმგებლო და აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს
ბექა მიქაუტაძე: საქართველო ხდება მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც მედიკამენტ ჯივინოსტატს შეიძენს და სახელმწიფო პროგრამაში დანერგავს
ირაკლი ზარქუა: აგვისტოს ომის დროს დასავლეთს არ აწყობდა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ვინმეს რამე განცხადებები გაეკეთებინა. უკრაინის ომის მერე მწვანე აქვთ იმაზე, რომ რუსეთს წინააღმდეგ გაილაშქრონ და ყველანაირი პროვოკაცია მოაწყონ
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმაურება და მას საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაში და სიცრუეში ადანაშაულებს
არქივი