პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 12:19

საქართველოს პროკურატურამ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ინფორმაციას პროკურატურის პრესსამსახური ავრცელებს.


შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების მიზნით, ბრალდებული ნაცნობს, აშშ-ის მოქალაქეს შეუთანხმდა, ამ უკანასკნელის ფინანსებით საქართველოში ერთობლივი ბიზნესი დაეწყოთ. კერძოდ, ბრალდებული თითქოსდა საბაზრო ღირებულებაზე დაბალ ფასად, საზღვარგარეთ შეიძენდა და შემოიტანდა დაზიანებულ ავტომანქანებს, ხოლო მათი შეკეთებისა და რეალიზაციის შემდგომ, მოგებას თანაბრად გაანაწილებდნენ. ამ ხერხით, მან დაზარალებულს 220 000 ლარი ჩაარიცხვინა საბანკო ანგარიშზე, თუმცა ეს თანხა მოტყუებით სრულად მიისაკუთრა, დატოვა საქართველოს საზღვარი და მიიმალა.

ბრალდებული პირის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა დაუსწრებლად დაიწყო. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (თაღლითობა ჩადენილი დიდი ოდენობით) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
სახალხო დამცველი – ომიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე
მიხეილ სააკაშვილი - ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას
არქივი