კახა კალაძე საბოტაჟის საქმეზე: ეს ჰიბრიდული ომის ნაწილია, რომლის მიზანი ქვეყნის ეკონომიკისა და ქართველი ხალხის დაზიანებაა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აგვისტო 2026, 09:47

საბოტაჟის მცდელობა ემსახურება რუსულენოვანი ხალხის დარწმუნებას, თითქოს საქართველოში ჩამოსვლა სახიფათოა, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს სახელმწიფო ინტერესების საზიანოდ უცხო ქვეყნიდან მართულ და საქართველოდან მხარდაჭერილ დისკრედიტაციულ საინფორმაციო კამპანიასთან დაკავშირებით, სუს-ის მიერ საბოტაჟის მუხლით დაწყებულ გამოძიებას.

„ეს ყველაფერი ქვეყნის წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის ნაწილია - განცხადებები, სოციალურ ქსელში, „ბოტების“ მიერ შექმნილი მასალა, რაც ერთ-ერთმა მრავალმილიონიანმა სააგენტომ მიზანმიმართულად გაავრცელა. ჩვენთვის ტურიზმი მნიშვნელოვანი დარგია. შესაბამისად, ამას აქვს მიზანი, რომ ქვეყნის ეკონომიკა და ქართველი ხალხი დააზიანონ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, საქართველოში ჩამოსვლა ნებისმიერი ქვეყნის მოქალაქისთვის უსაფრთხოა.

„საქართველო უსაფრთხო ქვეყანაა. ადამიანს ნებისმიერ დროს, ნებისმიერ უბანში თავისუფლად გადაადგილება შეუძლია. ნახეთ,ამ მხრივ ევროპულ დიდ ქალაქებში რა გამოწვევებია. ჩვენ სტუმართმოყვარეები ვართ, ყველას - შვეიცარიელს, ამერიკელს, რუსს, უკრაინელს, იტალიელს შეუძლია, ჩამოვიდეს. შეზღუდული არავინაა“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ეკა კუპატაძე ნანუკა ჟორჟოლიანის განცხადებას ეხმაურება და მას საქმის პოლიტიკურ ჭრილში გადაყვანაში და სიცრუეში ადანაშაულებს
კახა კალაძე ოპოზიციაზე: ეს აგენტურა საკუთარ თავს არ ეკუთვნის, გარე ძალების დავალებებს ასრულებს და იმის უფლებაც არ აქვს, კითხვა დასვას
გია ბარამიძე - ქვეყნის პრეზიდენტმა, მოახდინა ჩვენი ჯარის მობილიზაცია, გასცა ბრძანება, რომ ამ ფართომასშტაბიან აგრესიას საქართველო დაუპირისპირდეს შეიარაღებული ძალებით ისე, როგორც ამის შესაძლებლობა და უნარი გვქონდა
პოლკოვნიკი მაიზერ გელოვანი გიორგი ბარამიძის განცხადებაზე: სოხუმში ვინ დახვრიტა ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია, მამია ალასანია და კიდევ უამრავი? სამარცხვინო განცხადება გააკეთა. ასეთი რაღაცები ყოველთვის მტრის წისქვილზე ასხამს წყალს
ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო: საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის მე-18 წლისთავს ლატვია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას ადასტურებს
არქივი