ზურაბ ქადაგიძე: იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვადასხვა ფაქტორის გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 მაისი 2026, 14:02

ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება, - განაცხადა „ხალხის ძალის“ დეპუტატმა, ზურაბ ქადაგიძემ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.

მისივე თქმით, როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ჩვენს მოქალაქეებში ჩნდება გაუცხოება. ეს გაღიზიანება კი, ადრე თუ გვიან გადაიქცევა უნდობლობად მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ.

„დღეს კი სამწუხაროდ ბევრ შეუსაბამობებს ვაწყდებით სახელმწიფო ინსტიტუტების მხრიდან.
იმ ფონზე, როდესაც ქვეყანაში სხვა და სხვა ფაქტორების გამო ფასები იზრდება, ჩვენ დამატებით ვამძიმებთ სოციალურ ფონს მკვეთრად გაზრდილი ჯარიმებითა თუ სახელმწიფო მომსახურების გაძვირებული გადასახადებით.

ხაზგასმით აღვნიშნავ, არ ვგულისხმობ სიჩქარის კრიტიკულ გადაჭარბებასა და მანქანის არაფხიზელ მდგომარეობაში მართვას! საკითხი პარკირების, მსუბუქი მუნიციპალური წესების, საყოფაცხოვრებო რეგულაციებსა და მეწარმეებისათვის საორგანიზაციო ჯარიმების გაუფრთხილებელ, ხშირად დისტანციურ დაჯარიმებას ეხება.

რა გამოდის - ხელოვნურად ვუძვირებთ ცხოვრებას საკუთარ საზოგადოებას?

როდესაც გადაწყვეტილებები მხოლოდ სანქციებზე, ჯარიმებსა და ფინანსურ წნეხზეა ორიენტირებული, ჩვენს მოქალაქეებში ჩნდება გაუცხოება. ეს გაღიზიანება კი, ადრე თუ გვიან გადაიქცევა უნდობლობად მთლიანად სახელმწიფო პოლიტიკის მიმართ.

ეს არის ის, რაც არავის გვინდა არც საზოგადოებას და დარწმუნებული ვარ არც ხელისუფლებას.
ჩვენი მიზანი ხომ სახელმწიფო ინსტიტუტების გაძლიერებაა და არა ხალხთან მათი დაპირისპირება?
უნდა დავფიქრდეთ - რამ გამოიწვია ჯარიმების ასეთი მკვეთრი, არაადეკვატური ზრდა? ჯარიმა ხომ სოციალურ სახელმწიფოში პრევენციას უნდა ემსახურებოდეს და არა სადამსჯელო ღონისძიებას? ჩვენ ვალდებულები ვართ, სანქციები ჩვენი მოსახლეობის მძიმე ტვირთად არ ვაქციოთ, რომ ადამიანებსა და მცირე ბიზნესს განვითარების მოტივაცია არ დავუკარგოთ.

ჩვენ უნდა ვიკითხოთ - რამ განაპირობა სახელმწიფო სერვისების ასეთი გაძვირება? რა რეალური თვითღირებულება გაიზარდა მომსახურებისა სახელმწიფო თუ მუნიციპალურ სააგენტოებში რომ მოქალაქეს, რომელიც ისედაც იხდის გადასახადებს, დამატებითი ფინანსური ტვირთი დავაკისრეთ?
ჩვენი მოვალეობაა, ეს სერვისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს, რათა ხალხმა სახელმწიფოსგან გვერდში დგომა იგრძნოს და არა ბიუროკრატიული ბარიერები.

ჩვენი უპირველესი ამოცანაა, რომ სახელმწიფომ მოქალაქეში დაინახოს თანასწორი პარტნიორი და არა მხოლოდ პოტენციური დამრღვევი. მოდით, ჯერ შევქმნათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი გავხადოთ რეალურად კომფორტული და ხელმისაწვდომი, სახელმწიფო აპარატი მოქალაქის საჭიროებებზე ორიენტირებული და მხოლოდ ამის შემდეგ მოვითხოვოთ მოქალაქეებს წესების უმკაცრესი დაცვა.

სოციალური და სამართლებრივია სახელმწიფო მაშინ, როცა აბალანსებს კანონსა და ადამიანს შორის ღირსეულ ურთიერთობას“, - განაცხადა ქადაგიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი