Bloomberg-ის ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 07 აგვისტო 2026, 03:57

Bloomberg-ის მიერ დამუშავებული ბოლო მონაცემებით, წელს ევროპაში ექსტრემალურ სიცხეს 25 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემებით, მსხვერპლის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გერმანიაში დაფიქსირდა - აპრილის შემდეგ სიცხით გამოწვეულმა ჭარბმა სიკვდილიანობამ 11 900-ს მიაღწია.

ესპანეთის, საფრანგეთის, დიდი ბრიტანეთის, შვეიცარიისა და ნიდერლანდების სახელმწიფო უწყებებისა და კვლევითი ცენტრების ცნობით, რეგიონში სიცხესთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევების რაოდენობამ 25 000-ს გადააჭარბა.

მიმდინარე ზაფხულს დასავლეთ ევროპა სიცხის ოთხმა მძლავრმა ტალღამ მოიცვა, რამაც ტემპერატურული რეკორდები მოხსნა და ეკონომიკურ აქტივობას დარტყმა მიაყენა. სიცხე მომავალ კვირას კვლავ მოიმატებს, რა დროსაც ოთხშაბათისთვის ლონდონში 34°C, ხოლო პარიზში 38°C-მდე ტემპერატურაა პროგნოზირებული.

მაღალი დღე-ღამური ტემპერატურა და მაღალი ტენიანობა განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობას. სიცხის ხანგრძლივმა ზემოქმედებამ შესაძლოა თავბრუსხვევა, გულისრევა და კუნთების სპაზმი გამოიწვიოს, რაც ხშირად სითბური დაკვრითა და ფატალური შედეგითაც კი სრულდება.

სიცხით გამოწვეული ჭარბი სიკვდილიანობის შეფასება ხდება გარკვეულ პერიოდში გარდაცვლილთა რაოდენობის შედარებით გასული წლების ისტორიულ საშუალო მაჩვენებლებთან. სამთავრობო სააგენტოებისა და კვლევითი ინსტიტუტების მიერ გამოქვეყნებული მონაცემები დაგვიანებით იწერება და ჯერ არ ასახავს სიცხის ბოლო ტალღას, რომელიც აგვისტოს დასაწყისში დაიწყო.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
სოლიდარობას ვუცხადებთ ქართველ ხალხს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ერთგულებას საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ
სახალხო დამცველი – ომიდან თითქმის ორი ათწლეულის შემდეგაც მისი შედეგები აისახება როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე დარჩენილ, ისე საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობაზე
მიხეილ სააკაშვილი - ვერ უპატიებიათ ჩემთვის, რომ არ დავტოვე საქართველო, როგორც პუტინი და სარკოზი მოითხოვდნენ და ამერიკელები მთავაზობდნენ
დონალდ ტრამპმა ხელი მოაწერა ორ აღმასრულებელ განკარგულებას, რომლებიც მიზნად ისახავს დაბადებით მოქალაქეობის მიღების წესის შეზღუდვას
„სარფის“ მებაჟე ოფიცრებმა სანქცირებული საქონლის გადაზიდვის ფაქტი გამოავლინეს
არქივი