ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩეული ხელისუფლება გაუმკლავდება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გააგრძელებს ევროინტეგრაციას, ამით საერთაშორისოდაც აღიარებულია "ქართული ოცნების" შთამბეჭდავი გამარჯვება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 ოქტომბერი 2024, 15:53
ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩეული ხელისუფლება გაუმკლავდება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გააგრძელებს ევროინტეგრაციას, ამით საერთაშორისოდაც აღიარებულია "ქართული ოცნების" შთამბეჭდავი გამარჯვება, - წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში. 

მისივე თქმით, პოლარიზაციის პრობლემატურობა, რომელიც უცხოელებმა აქ დააფიქსირეს, საქართველოზე მეტად უფრო მწვავეა აშშ-ში და რიგ ევროპულ ქვეყნებში. მანვე აღნიშნა, რომ ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგე "შულავერის კომიტეტჩიკებს" შეუძლიათ გააგრძელონ "დაუმორჩილებლობის" ბალაგანის დაგეგმარება გინდ ფსევდოპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გინდ თავიანთი "პარწიუკების" ოფისებში.


„ეუთო/ოდირმა თქვა, რომ არჩეული ხელისუფლება გაუმკლავდება საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებს და გააგრძელებს ევროინტეგრაციას, ამით საერთაშორისოდაც აღიარებულია "ქართული ოცნების" შთამბეჭდავი გამარჯვება. 

ეუთო/ოდირის შეფასებაში აღიარებულია, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო თავისუფალი და კენჭისყრის დღეც ცესკოს მიერ კარგად ადმინისტრირებული. 

ჩემგან ვიტყვი, რომ პოლარიზაციის პრობლემატურობა, რომელიც უცხოელებმა აქ დააფიქსირეს, საქართველოზე მეტად უფრო მწვავეა აშშ-ში და რიგ ევროპულ ქვეყნებში.
ლეგიტიმური ხელისუფლების მოწინააღმდეგე "შულავერის კომიტეტჩიკებს" შეუძლიათ გააგრძელონ "დაუმორჩილებლობის" ბალაგანის დაგეგმარება გინდ ფსევდოპრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის, გინდ თავიანთი "პარწიუკების" ოფისებში“, - წერს გია აბაშიძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი