ნინო წილოსანი სალომე ზურაბიშვილს: თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 24 ნოემბერი 2024, 14:49
ქალბატონო სალომე! თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ, თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ, - ამის შესახებ “ქართული ოცნების” დეპუტატი, ნინო წილოსანი, სოციალურ ქსელში წერს, რითაც, სალომე ზურაბიშვილის მიერ შინაგან საქმეთა
სამინისტროს განცხადების შესახებ დაწერილ პოსტს აფასებს.

ამასთან, წილოსანი მიმართავს იმ პირებსაც, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს, რომ სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის  ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება სისხლის სამართლის დანაშაულია.

“ქალბატონო სალომე! 
თქვენს პოსტში არა მხოლოდ არასწორი სიტყვები და ორთოგრაფიული შეცდომებია, არამედ თავიდან ბოლომდე შეცდომა ხართ 

ხოლო
მათ, ვინც ხვალ, საქართველოს პარლამენტის მუშაობაში ხელის შეშლას და ანარქიას აპირებს,  არსებობს კანონი და დემოკრატიის დაცვის საერთაშორისოდ მიღებული ნორმები - სტრატეგიული ან განსაკუთრებული მნიშვნელობის  ობიექტის ხელში ჩაგდება ან ბლოკირება - არის დანაშაული და ისჯება სისხლის სამართლის მუხლებით,  პატიმრობით... მუხლი 222.” - წერს ნინო წილოსანი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი