დავით ქართველიშვილი ოპოზიციას: მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა"
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 ნოემბერი 2024, 12:46

წარსულს ჩაბარდა „არალეგიტიმური" ცესკო, „გაყალბებული" არჩევნები და „რუსული" ხელისუფლება, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და ოპოზიციის მიერ გამართულ აქციას ეხმიანება. როგორც ექსპერტი წერს, ღამით არსებული ვითარება რუსთაველზე, ძალიან ჰგავდა ერთ იუმორისტულ ჩანახატს, როცა სოციალური ქსელის გათიშვის შემდეგ, ხალხი ქუჩაში სურათების ე.წ. „დალაიქებას“ ითხოვს.

დავით ქართველიშვილს სწორედ ამ ვითარებას აგონებდა ცალკეული ოპოზიციონერის ქმედება ქუჩაში. ის წერს, რომ დროა ყველაფერს
ბოლო მოეღოს.

„ის იუმორისტული ჩანახატი ხომ გახსოვთ, ფეისბუკი ერთი დღით რომ გაითიშება და გადარეული ხალხი ქუჩაში რომ გამოვარდება ფოტოსურათებით ხელში და ერთმანეთს ტვინს რომ წაუღებს: „მომიწონე რა, მომიწონე!!!".

ასე გამოვარდა გუშინ ქუჩაში სიხარულისგან გადარეული გეგელია და თითოეულ პოლიციელს აცნობდა თავს: „მე დეპუტატი ვარ, მომიწონეთ რა. დეპუტატი!!!". ოსტაპ ბენდერის ციტატისა არ იყოს: „აღსრულდა იდიოტის ოცნება".

წარსულს ჩაბარდა „არალეგიტიმური" ცესკო, „გაყალბებული" არჩევნები და „რუსული" ხელისუფლება. სწორედ ამ ხელისუფლების ერთ-ერთ ნაწილაკობით უზომოდ ბედნიერი გეგელია გუშინ წინმსწრებად ზეიმობდა ტელეფონზე საახალწლოდ შემოსულ საბანკო SMS ნანატრი სახელფასო ჩარიცხვის თაობაზე.

ამ დღეს გეგელია ჯერ კიდევ „რუსეთის მასონთა დიადი ლოჟის" წევრობის დროიდან ელოდებოდა და არ გაუბედოთ, უგუნურებო, დღეს ამ მაზალო კაცუნას პირადი ბედნიერების გაფარჩაკებას. დღეს თბილისის ქუჩებში პოლიტიკური „ბიპოლარული აშლილობით" დასნეულებული ერთი რიგითი ბედნიერი ადამიანი დარბოდა: თან იფურთხებოდა სახელმწიფოსა და საკუთარი ამომრჩევლის მიმართ, თან უზომოდ უხაროდა თავისი დეპუტატობისა.
სპეციალიზებულ კლინიკებში ამ დაავადების მატარებლებს ხშირად ცივი წყლის აბაზანებით აწყნარებენ.

ასე რომ, პოლიციელების მიერ მისი მიმართულებით გაშვებული წყლის ჭავლი ჰუმანურობის აქტი იყო, სხვა არაფერი. ამასობაში კი, „მე ამდენ სიხარულს ვერ გავუძლებ" - გაიფიქრა კიდევ ერთმა დეპუტატმა გვარამიამ და გამთენიისას ქვეყანა დატოვა. რა თქმა უნდა, გააქტიურებული როუმინგით - საბანკო SMS -ის მისაღებად.

მოკლედ, უკვე მართლაც რომ დიდი ხანია „სირცხვილია" და „დროა" გაგაქროთ პოლიტიკური ველიდან, რადგანაც „კმარა", - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი