ზურაბ ქადაგიძე: ყველა ევრო-ნაძირალა რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში, ისე, ჩვენს „ძაან ევროპელებს“ ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი, ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 დეკემბერი 2024, 11:53

ეს ხომ გახსოვთ რომელია?! ნაც-რეჟიმის ლობისტი რომ იყო და მისი ცოლის კომპანია, საქართველოს ბიუჯეტზე ეჯდა სააკაშვილს, - ასე ეხმიანება „ხალხის ძალის" წევრი, ზურაბ ქადაგიძე, შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის განცხადებას, რომლის თანახმად, ევროკავშირმა და სხვებმა უნდა გადაწყვიტონ, ვის თვლიან საქართველოს ლეგიტიმურ პრეზიდენტად.

ქადაგიძის განცხადებით, ყველა "ევრო ნაძირალა" და კორუმპირებული პერსონა, საქართველოში რადიკალიზმის წამახალისებელია, მათ რიცხვშია ბილდტიც. მისივე თქმით, ქართული ლიბერალური ელიტა ისეთი უსამშობლოა, თუ „ბილდტები და კუბილიუსები" იტყვიან, შვილებსაც კი გასწირავენ.

„ეს ხომ გახსოვთ რომელია?!

ნაც-რეჟიმის ლობისტი რომ იყო და მისი ცოლის კომპანია, საქართველოს ბიუჯეტზე ეჯდა სააკაშვილს.
როდესაც მიშა დაიჭირეს, ჯერ მის ჯანმრთელობაზე და მერე სასამართლოზე წუხდა, რომ არ შეიძლებოდა სააკაშვილის გასამართლება.

მოკლედ, ყველა ევრო-ნაძირალა და კორუმპირებული პერსონა, რადიკალიზმის წამხალისებელია საქართველოში.
ისე, ჩვენს "ძაან ევროპელებს", ცოტა მაინც არ ეუხერხულებათ, ქართველი ხალხის მაგივრად რომ წყვეტს ვიღაც ბილდტი - ვინ უნდა აღიარონ საქართველოს პრეზიდენტად?

თუმცა, ჩვენი "ლიბერალური ელიწა" ხომ ისეთი უსამშობლოა, ოღონდ ბილდტებმა და კუბილიუსებმა თქვან, საკუთარ შვილებს დაკლავენ მსხვერპლად!" - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი