ზაალ ანჯაფარიძე: დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოები გულდასმით ადევნებენ თვალს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას და იქ მისული მოწმეების ჩვენებებს, თუ რა ხდებოდა ნაცმოძრაობის მმართველობის დროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ივნისი 2025, 15:33

დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოები გულდასმით ადევნებენ თვალს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას და იქ მისული მოწმეების ჩვენებებს, თუ რა ხდებოდა ნაცმოძრაობის მმართველობის დროს. შეუძლებელია, მათ წარმომადგენლებს (თუ მთლად ცივსისხლიანები არ არიან) არ გაუჩნდეთ შინაგანი პროტესტი ან თუნდაც კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, ასე რომ ელოლიავებიან და ცივ ნიავს არ აკარებენ, ოღონდ პოლიტიკურად იცოცხლონ - წერს ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში.

როგორც ანჯაფარიძე აღნიშნავს, მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთ ელჩს, დასავლეთის არცერთ ოფიციალურ პირს, ექსპერტს თუ მედიას, სიტყვაც არ დასცდენიათ იმ საშინელებებზე რაც ქვეყნის და ხალხის თავს ხდებოდა სწორედ იმ რეჟიმის გამოისობით, დასავლეთს რომ სრულ კმაყოფაზე ჰყავდა აყვანილი წლების მანძილზე და ალბათ შიგადაშიგ უწონებდა კიდეც რეპრესიებს მათთვის მიუღებელთა მიმართ.

„დარწმუნებული ვარ რომ ევროკავშირის და აშშ-ს საელჩოები გულდასმით ადევნებენ თვალს საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის მუშაობას და იქ მისული მოწმეების ჩვენებებს, თუ რა ხდებოდა ნაცმოძრაობის მმართველობის დროს. შეუძლებელია, მათ წარმომადგენლებს (თუ მთლად ცივსისხლიანები არ არიან) არ გაუჩნდეთ შინაგანი პროტესტი ან თუნდაც კითხვები იმ რეჟიმის წარმომადგენლების მიმართ, ასე რომ ელოლიავებიან და ცივ ნიავს არ აკარებენ, ოღონდ პოლიტიკურად იცოცხლონ.
დაუკვირდით, მთელი ამ ხნის განმავლობაში არცერთ ელჩს, დასავლეთის არცერთ ოფიციალურ პირს, ექსპერტს თუ მედიას, სიტყვაც არ დასცდენიათ იმ საშინელებებზე რაც ქვეყნის და ხალხის თავს ხდებოდა სწორედ იმ რეჟიმის გამოისობით, დასავლეთს რომ სრულ კმაყოფაზე ჰყავდა აყვანილი წლების მანძილზე და ალბათ შიგადაშიგ უწონებდა კიდეც რეპრესიებს მათთვის მიუღებელთა მიმართ“, - წერს ანჯაფარიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი