ბაჩიაშვილის თანამესაკნის მამიდაშვილი „ტვ პირველს“ ტყუილის გავრცელებაში ამხელს: მამაჩემს 10 წელია კონტაქტი არ ჰქონია კახისთან, შეიძლება წინასწარაც ჰქონდათ ინფორმაცია მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, რაც უნდოდათ ის ინფორმაცია გააჟღერეს სიუჟეტში
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
413 22 ივლისი 2025, 12:05
„ტვ პირველს“ დეზინფორმაციის გავრცელებაში გიორგი ბაჩიაშვილთან ფიზიკურ დაპირისპირებაში  მონაწილე მსჯავრდებულის, კახი მეტრეველის,  მამიდაშვილი, ქეთი ყანჩაველი ამხელს. როგორც ქეთი ყანჩაველი აცხადებს, მამამისისგან, რომელსაც მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობა აქვს „ტვ პირველის“ ჟურნალისტმა მანიპულაციური გზით არასწორი ინფორმაცია მოიპოვა და გაავრცელა. 

ქეთი ყანჩაველის განმარტებით მამამისს ცოლის ძმისშვილთან 10  წელზე მეტია, რაც  კონტაქტი არ ჰქონია. 

„სრულიად არაადეკვატურია ეს სიტუაცია,  მამაჩემს  10 წელია კონტაქტი არ ჰქონია, არც ციხეში უნახავს, არც დაკავშირებია. როგორ შეიძლება ასეთი ადამიანის ინფორმაცია სარწმუნო იყოს, როდესაც კონტაქტი საერთოდ არ ჰქონია და გამოიყენო ეს ადამიანი ამ ინფორმაციის მტკიცებულებად, ეს ხომ სრულიად მიუღებელია“,- აცხადებს ქეთი ყანჩაველი. 

ქეთი ყანჩაველი არ გამორიცხავს, რომ „ტვ პირველმა“ წინასწარ იცოდა მამამისის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია და სწორედ ამიტომ ჩაწერეს ის. მისივე თქმით, აღნიშნული ინტერვიუს შემდეგ მამამისის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმდა და ის ღრმა დეპრესიაშია. 

„შეიძლება, რომ ადამიანთან 10 წელია კონტაქტი არ გქონია, მოდიან და შენ გეკითხებიან ინფორმაციას და მითუმეტეს ასეთ რამეს. ასე მოულოდნელად დაგვადგნენ თავს, შეიძლება წინასწარაც ჰქონდათ ინფორმაცია მამაჩემის ჯანმრთელობის პრობლემებთან დაკავშირებით, უსვამდნენ უამრავ შეკითხვას, დააბნიეს ადამიანი, რამაც შემდგომ გავლენა მოხდინა მის მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე. ჟურნალისტი კითხვებსაც თვითონ სვამდა და პასუხებსაც თვითონ იძლეოდა ამ საკითხთან დაკავშირებით, რაც უნდოდათ ის ინფორმაცია გააჟღერეს სიუჟეტში. ეს ყველაფერი არის სრული სიცრუე. 
ამ ყველაფრის შემდეგ მამაჩემის მდგომარეობა ძალიან  დამძიმდა არის ღრმა დეპრესიაში, საჭმელსაც აღარ ჭამს, ხალხს აღარ ეკონტაქტება. ისედაც ჰქონდა ეს პრობლემები და ამ სიტუაციამ ძალიან დაამძიმა“,- აცხადებს კახი მეტრეველის მამიდაშვილი. 

„ტვ პირველმა“ კიდევ ერთი დეზინფორმაცია გაავრცელა კახი მეტრეველთან დაკავშირებით, როდესაც არა იდენტიფიცირებადი პირი ჩაწერეს, როგორც მსჯავრდებულის მეზობელი და მასზე დაყრდნობით გააჟღერეს ინფორმაცია თითქოს  კახი მეტრეველი ციხეში ე.წ მაყურებელია, რაზეც ქეთი ყანჩაველმა განაცხადა, რომ მის ბიძაშვილს აღნიშნულ მისამართზე არასოდეს უცხოვრია, შესაბამისად მეზობლებს აღნიშნული ინფორმაცია ვერ ექნებოდათ.

„რას ჰქვია „მაყურებელია“,  რატომ აკეთებენ ამაზე აქცენტს ამაზე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს, გაოგნებული ვარ ამ თემით, ერთი ჩვეულებრივი პატიმარია, რომელიც აგვისტოში გამოდიოდა. არ ვიცი  ეს მეზობელი საერთოდ ვინ ალაპარაკეს. საერთოდ რამდენად რეალურია, რამდენადაც აქ კახის არავინ არ იცნობს, აღნიშნულ მისამართზე კახი 10 წელია კი არა მანამდეც არ გამოჩენილა. ოდესღაც, ბავშვობაში რეგისტრაციის მისამართი იყო და მას შემდეგ საერთოდ არ გამოჩენილა. როგორ უნდა ეთქვათ აღნიშნული ინფორმაცია?!“- აცხადებს ქეთი ყანჩაველი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
გურამ ნიკოლაშვილი მერაბ მეტრეველს „იმედის“ ქარდზე: საკუთარ ვებგვერდს არ ნახულობ? რამე სხვანაირად გიწერიათ?
შაკო კუჭაშვილი: ლატენტურ ნაცს, ტატო ბაციკაძეს ვთავაზობ გაიაროს წეროვანში, იძულებით გადაადგილებული პირების დასახლებაში და ეს ხალხი ყველაზე უკეთ აუხსნის რას გულისხმობს და რატომაა მართალი პრემიერი - ეტყვიან ყველაფერს: როგორ შეატოვა სააკაშვილმა ოკუპანტებს ჩვენი თანამოქალაქეები, როგორ მიატოვეს უპატრონოდ ცხედრები, როგორ შეიცვალა საზღვრები და როგორ ჩააბარა დამატებით 150-მდე სოფელი ოკუპანტებს
დავით ჩიხელიძე: პრემიერის წერილი სრულად აშიშვლებს ოპოზიციის ორმაგ სტანდარტს - საქართველოს ოკუპაციაზე დუმდნენ, უკრაინის ომის შემდეგ კი რუსოფობია მთავარ პოლიტიკურ იარაღად აქციეს
არქივი