დავით ქართველიშვილი: ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის გადადგომის მიზეზი ბანალური, პროზაიკული და „დემოკრატიული რეჟიმებისთვის“ ტრადიციულად დამახასიათებელია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 31 ივლისი 2025, 16:40

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი ლიეტუვას პრემიერ-მინისტრის გადადგომას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

„მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე პალუცკასმა რიგის გვერდის ავლით, საბანკო სესხი მიიღო კომპანიისთვის, რომლის მთავარი აქციონერი თავად იყო“, - წერს ექსპერტი და აღნიშნავს, რომ ლიეტუვას პრემიერის გადადგომის მიზეზი არა სასჯელაღსრულების სისტემაში არსებული პრობლემები, საიმიგრაციო გეტოებში არსებული ვითარება და ქვეყანაში სუიციდის მაღალი მაჩვენებელი, არამედ დემოკრატიული რეჟიმებისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ფაქტორი გახდა.

„ლიეტუვას პრემიერ-მინისტრმა გინტაუტას პალუცკასმა პრეზიდენტ გიტანას ნაუსედას გადადგომის განზრახვის შესახებ აცნობა, რომელმაც მის ამ ნაბიჯს მხარი დაუჭირა. მაგრამ არა იმის გამო, რომ ლიეტუვას პენიტენციურ სისტემაში ჯალათების ბუდე და ჯოჯოხეთია. არა იმის გამო, რომ ქვეყანა კვლავ მსოფლიო ლიდერია ყოველწლიური სუიციდების ოდენობით. და არა იმის გამო, რომ ქვეყანაში არსებული საიმიგრაციო გეტოები - ფაშისტების დროინდელ საკონცენტრაციო ბანაკებს დაემსგავსა.

გადადგომის მიზეზი ბანალური, პროზაიკული და „დემოკრატიული რეჟიმებისთვის“ ტრადიციულად დამახასიათებელია. მედიისთვის ცნობილი გახდა, რომ პრემიერ-მინისტრად დანიშვნამდე პალუცკასმა რიგის გვერდის ავლით, საბანკო სესხი მიიღო კომპანიისთვის, რომლის მთავარი აქციონერი თავად იყო. 2012 წელს, ვილნიუსის ადმინისტრაციის ხელმძღვანელად მუშაობისას, მას თანამდებობის ბოროტად გამოყენებისთვის პირობითი სასჯელი მიესაჯა და ზიანის ანაზღაურება მხოლოდ მიმდინარე წლის ივლისში დაეკისრა.

ასევე, დაახლოებით ათი წლის წინ, პალუცკასმა სახელმწიფო სატყეო ფონდში მიწის ნაკვეთი დაისაკუთრა უკანონო მშენებლობისთვის, მაგრამ პროკურატურამ ეს პროექტი შეაჩერა და ნაკვეთი სახელმწიფოს დაუბრუნდა. გავრცელებული ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრის ნათესავებმა მისი მონაწილეობით და ხელშეწყობით საკუთარი კომპანიისთვის ევროპული გრანტი მიიღეს - მაგრამ ესეც ხომ "სულ სხვა ტაშია“... - წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი