დავით ქართველიშვილი: ქართველ და სხვა ქვეყნების აკაცუკებს კიდევ ერთი საერთო აქვთ - ხელისუფლების ცვლილების წარუმატებელი მცდელობები
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
268 28 სექტემბერი 2025, 16:52

ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ბოლო წლების განმავლობაში სხვადასხვა ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის მიერ ხელისუფლების ცვლილების წარუმატებელ მცდელობებს მიმოიხილავს.

„უკანასკნელი 15 წლით შემოვიფარგლე და შემიძლია სიამაყით გითხრათ, რომ „ამ ნომინაციაშიც" საქართველო უპირობო ლიდერია. ნომინაცია ეხება იმ შემთხვევებს, როცა ოპოზიციურმა ძალებმა არჩევნების შემდეგ ხმამაღლა განაცხადეს, რომ „გაანადგურებდნენ" მოქმედ ხელისუფლებას და აიღებდნენ ქვეყნის მართვას, თუმცა ყველაფერი დასრულდა სრული ფიასკოთი. ჩვენს მერეც მოდიან ნომინანტები, მაგრამ არა ისეთი მრავალჯერადი „წარმატებით", საქართველოს რომ ახასიათებს. თუმცა ამ ნომინანტების „ბუკეტი" საოცარ შეხამებაში მოდის ქართველ აკაცუკებთან:

რუსეთი - ჩვენი ოპოზიციის ფროიდისეულ/პლატონური შეყვარების მუდმივი საგანი. სწორედ მანდ, 2011-2012 წლების საპროტესტო ტალღამ (2012 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ), ქუჩაში ათი ათასობით ადამიანი მოაბილიზა. ვინაიდან რუსეთისთვის აქციონერთა ეს რაოდენობა ადამიანური რესურსის პირდაპირპროპორციულია, რეჟიმის შეცვლამდე იქ საქმე არ მივიდა - პროტესტის ენერგია სწრაფადვე მიილია და აქცია დაიშალა;

ირანი და ე.წ. „მწვანე მოძრაობა“ - 2009 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ, მირ-ჰოსეინ მუსავისა და მისი მხარდამჭერების გარშემო, ფართომასშტაბიანი გამოსვლები დაიწყო. ისინი ამბობდნენ, რომ არჩევნები გაყალბდა და რეჟიმი უნდა ჩამოშორებულიყო, თუმცა ხელისუფლების ძალისხმევამ ოპოზიციის სრული მარგინალიზაცია გამოიწვია;

ბელარუსი - ჩვენი აკაცუკების არანაკლებად „ფანტომური ტკივილი", თავისი „სალომე-პრეზიდენტის" ავატარით - პარალელური ლეგიტიმაციის მქონე სვეტლანა ტიხანოვსკაიათი. 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, ოპოზიციამ მასშტაბური აქციები გამართა, რომლის მიზანიც იყო ალექსანდრე ლუკაშენკოს დამხობა. ქუჩებში ათი ათასობით ადამიანი გამოვიდა, მაგრამ, საბოლოოდ, ბელარუსს ლუკაშენკო შერჩა საკუთარ სამშობლოში, ხოლო ოპოზიციას - ტიხანოვსკაია ემიგრაციაში;

ვენესუელა - და ხუან გუაიდოს მცდელობა (2019), „დროებით პრეზიდენტად" გამოეცხადებინა თავი, რა დროსაც არმიისა და ხალხის მობილიზებას ცდილობდა. მიუხედავად დასავლეთის გარკვეული მხარდაჭერისა, ძალაუფლების გადაბარება ვერ მოხერხდა - ნიკოლას მადურომ შეინარჩუნა კონტროლი არმიაზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე;

ჰონგ-კონგი - სადაც 2019 წელს დაიწყო საკმაოდ ფართომასშტაბიანი დემონსტრაციები ექსტრადიციის კანონთან (რუსულთან?) და უფრო ფართო პოლიტიკურ მოთხოვნებთან დაკავშირებით. მიუხედავად ხანგრძლივი ბრძოლებისა და საერთაშორისო მხარდაჭერისა, ხელისუფლების ცვლილება ვერ მოხერხდა. პირიქით, მიღებულ იქნა ეროვნული უსაფრთხოების კანონი (ასევე, რუსული?), არეულობის ლიდერები დააპატიმრეს და პროტესტი მკვეთრად შეიზღუდა.

ამ ნომინანტებს და მათ წარუმატებლობას რამდენიმე საერთო ფაქტორი აერთიანებს: არმიის, პოლიციისა და უსაფრთხოების სტრუქტურების მხარდაჭერის არარსებობა; კანონიერების ფარგლებში ხელისუფლების სიმკაცრე; შიდა დაპირისპირება ოპოზიციურ მოძრაობებში; საერთაშორისო ფაქტორები, რომლებიც ხშირად ვერ გარდაიქმნება ძალაუფლების ცვლილების მიღწევის „ტრიგერებად" და ა.შ. ასეა თუ ისე, აღნიშნულ ნომინაციაში ჩვენს უპირობო ლიდერებს კი „ეზარებათ" თავისი კოლეგების წარუმატებელი გამოცდილების შესწავლა, მაგრამ, ამაშიც რომ დავეხმაროთ, ჩვენგან რა მიდის?“, - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი