ნიკოლოზ მეტრეველი: ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
182 31 იანვარი 2026, 16:22

განათლების სფერო არის განვრცობადი პროცესი და მუდმივად საჭიროებს რეფორმებს. სწორედ ეს არის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი ქვაკუთხედი -ამ ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, ისტორიული მისიის შესრულება, რაზეც ოცნებოდა სწორედ ივანე ჯავახიშვილი და ეს იქნება ძალიან კარგი საწინდარი ჩვენი ახალგაზრდების განვითარებისთვის, - განაცხადა ანალიტიკოსმა ნიკოლოზ მეტრეველმა უნივერსიტეტების გაერთიანებაზე საუბრისას.

მისი თქმით, „სტუდენტისთვის კარგის მეტი ამ რეფორმით არაფერი ხდება“ და მიაჩნია, რომ სტუდენტი, რომელიც შეცდომაში არ არის შეყვანილი, აქ ცუდს ვერაფერს ნახავს. მეტრეველის განცხადებით, ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმით სტუდენტის დიპლომი ბევრად უფრო გავლენიანი გახდება და დასაქმების მეტი შანსი გაუჩნდება.

„ნებისმიერი სტუდენტი, რომელიც არ არის პოლიტიკურად ანგაჟირებული, შეუძლებელია ამ რეფორმით უკმაყოფილო იყოს, ვგულისხმობ ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტს, რადგან თითოეული ახალგაზრდა ოცნებობს, რომ რაც შეიძლება გავლენიან, პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბაროს და სწორედ ამ ორი უნივერსიტეტის შერწყმა მის დიპლომს კარგ ძალას და დასაქმების მეტ შესაძლებლობას აძლევს. ორი უნივერსიტეტის გაერთიანება არის ეპოქალური, ისტორიული მისია, რომელიც დღეს ხორციელდება“- აღნიშნა მეტრეველმა.

მეტრეველი ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლებს მიმართავს, რომ არავითარ შემთხვევაში მათი სადმე გაშვება და არასრულფასოვანი ინტეგრაცია არ ხდება. მისივე განცხადებით ეს არის თანასწორი, თანაბარუფლებიანი ორი უნივერსიტეტის გაერთიანება, რაც მათთვისაც კარგი იქნება.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი