მიხეილ სააკაშვილი - ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილის ახირება - ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 16 ივლისი 2026, 16:45

ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილის ახირება - ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. საბოტაჟის საქმის სასამართლო პროცესზე „რიყის დოქების“ დემონტაჟის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. რიყის დოქების თეატრი იყო იტალიელი არქიტექტორისა და ურბანისტის, მასიმილიანო ფუქსასის ქმნილება, რომელიც არ იყო არავის კუთვნილება, გარდა ქართველი ხალხისა.

„ნუთუ არ გესმით, რომ საქართველოში რიყეზე აშენებული რიყის თეატრი არ არის სააკაშვილის ახირება, ეს იყო მასიმილიანო ფუქსასის გენიალური ქმნილება, რომელიც დაასახელეს წლის საუკეთესო პროექტად მთელი მსოფლიოს მასშტაბით და ეს არ იყო არც სააკაშვილის, არც ვინმე ცალკეული შემსრულებლის ან ხელოვანის, ეს იყო თქვენი კუთვნილება, რომელსაც თქვენ გართმევენ, თქვენ გინგრევენ“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

შეგახსენებთ, თბილისის მერია ადასტურებს, რომ ე.წ. რიყის დოქების დემონტაჟის ნებართვა გაიცა და განმარტავს, რომ მთავრობის 2025 წლის განკარგულებით „ტერიტორიის განვითარება გულისხმობს სასტუმროს პროექტის შექმნას, რაც შესაძლოა მოიცავდეს სადემონტაჟო სამუშაოებს“.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
არქივი