თამთა მეგრელიშვილი: ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
234 29 ივლისი 2026, 18:47

ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს, - წერს „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი, სოციალურ ქსელში.

მეგრელიშვილის განცხადებით, ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის გაწყვეტამ მმართველი გუნდის მიმართ ოპოზიციის დამცინავი ნარატივი „პოლიტიკურად ჩარეცხა.“

„ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტა და აღიარების უკან წაღება საქართველოს არაღიარების პოლიტიკის მნიშვნელოვანი წარმატებაა, რომელიც იმ დიპლომატიური ძალისხმევის შედეგია, რასაც საგარეო სამსახური საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დასაცავად საერთაშორისო ასპარეზზე ახორციელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა წარმოადგენს ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველს.

ნაურუს მიერ აფხაზეთთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტამ და აღიარების უკან წაღებამ ხელისუფლების მიმართ ოპოზიციის დამცინავი ნარატი - ,,ვისთან აქვთ შეხვედრები“, „რა აზრი აქვს ასეთ ვიზიტებს“ - პოლიტიკურად ჩარეცხა.

ნაურუს კაბინეტის მიერ მიღებული გადაწყვეტილება ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალის რეგიონთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების შესახებს მნიშვნელოვანი დიპლომატიური წარმატებაა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს ქვეყნის არაღიარების პოლიტიკის ეფექტიანობას.

დიდი საქმე ხშირად ხმამაღალი განცხადებების გარეშე კეთდება და მას უფრო ხმამაღალი შედეგები აქვს,“- წერს თამთა მეგრელიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი