თამარ ჩიბურდანიძე: ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიის პრინციპებს არ ეწინააღმდეგება
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 აგვისტო 2026, 16:12

თამარ ჩიბურდანიძე სამოქალაქო ჯგუფის მიერ ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების სამართლებრივი დაცვის შესახებ გაჟღერებულ ინიციატივას ეხმიანება. მისი განცხადებით, ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიული სამყაროსთვის უცხო არ არის და მსგავსი პრაქტიკა არაერთ ევროპულ სახელმწიფოში მოქმედებს.

ჩიბურდანიძის თქმით, დემოკრატიის არსი ღირებულებების უარყოფაში კი არა, მათსა და ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფაში მდგომარეობს. მისივე შეფასებით, საქართველოში ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების დაცვა ლეგიტიმური მიზანი და გარდაუვალი აუცილებლობაა.

„სამოქალაქო ჯგუფის მიერ გაჟღერებულ ახალ ინიციატივას ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების სამართლებრივი დაცვის შესახებ ოპოზიციური ფრთიდან კრიტიკა და აჟიოტაჟი მოჰყვა. არადა, ეს პრაქტიკა სწორედ ევროპული სახელმწიფოებიდან მოდის - პოლონეთიდან, უნგრეთიდან, ავსტრიიდან, ისრაელიდან და კიდევ რამდენიმე სახელმწიფოდან, სადაც ეროვნული ღირებულებები, როგორც არამატერიალური მემკვიდრეობა, დაცულია კონსტიტუციითა და საკანონმდებლო დონეზე.

ოპოზიციის გასაგონად ვაცხადებთ, რომ ეროვნული და რელიგიური ღირებულებების დაცვა თავისთავად არ ეწინააღმდეგება დემოკრატიას. წინააღმდეგობა ჩნდება მაშინ, როდესაც ამ ღირებულებების დაცვის მიზნით სახელმწიფო არაპროპორციულად ზღუდავს ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, რასაც საქართველოში დღეს საფრთხე არ ემუქრება.

პარადოქსია, რომ ამაზე სწორედ ისინი საუბრობენ, ვინც თავიანთი მმართველობის დროს არათუ არაპროპორციულად, არამედ სრულიად ზღუდავდნენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს, მათ შორის უზენაესს - სიცოცხლის უფლებას ართმევდნენ მოქალაქეებს.

საზოგადოების ინტერესი დიდია ამ ინიციატივის მიმართ და გვჯერა, საქართველოს პარლამენტი ამას იმ დემოკრატიული სტანდარტით მიიღებს, რასაც „კონსტიტუციური ბალანსი“ ჰქვია.

ჩვენ ვიცით, რომ თანამედროვე დემოკრატიებში მოქმედებს ბალანსის პრინციპი: სახელმწიფო უფლებამოსილია დაიცვას ეროვნული და რელიგიური ღირებულებები, მაგრამ, ამავე დროს, ვალდებულია უზრუნველყოს ადამიანის ფუნდამენტური უფლებების ეფექტიანი დაცვა. სწორედ ამიტომ, ნებისმიერი შეზღუდვა უნდა აკმაყოფილებდეს ლეგიტიმური მიზნის, აუცილებლობისა და პროპორციულობის კრიტერიუმებს.

დღეს სწორედ ლეგიტიმური მიზანი და გარდაუვალი აუცილებლობაა საქართველოში ეროვნული ღირებულებებისა და სიწმინდეების დაცვა, რადგან ლიბერალიზმის სამიზნე ერის იდენტობის ის განმსაზღვრელი ფაქტორები გახდა, რომლებიც ჩვენი სახელმწიფოებრიობის მთავარი ნიშანია. რაც შეეხება პროპორციულობას, თანამედროვე ევროპა დღეს, პირიქით, გვთხოვს, უმცირესობების უფლებების ხარჯზე უგულებელყოფილი იქნას უმრავლესობის უფლებები, რომელიც ეროვნულ ღირებულებებს იცავს. სწორედ ეს არის კონსტიტუციური უფლებების დარღვევა.

ეროვნული და რელიგიური ღირებულებების სამართლებრივი დაცვა დემოკრატიული სამყაროსთვის უცხო არ არის. დემოკრატიის არსი მდგომარეობს არა ღირებულებების უარყოფაში, არამედ მათ და ადამიანის უფლებებს შორის სამართლიანი ბალანსის უზრუნველყოფაში.

ეს მიდგომა შეესაბამება როგორც ევროპული კონსტიტუციური სამართლის, ისე ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის ძირითად პრინციპებს. ვფიქრობ, ეს ძალიან კარგად იციან ოპოზიციის წევრებმაც და მათმა „პატრონებმაც“, მაგრამ ხვდებიან, რომ ამ კანონის მიღებით პოლიტიკურად სრულიად კოტრდებიან. არადა, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნები უკვე გვიახლოვდება“,- წერს თამარ ჩიბურდანიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი