თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 06 აგვისტო 2026, 08:31

თბილისი-ბათუმის და ბათუმი-თბილისის სარკინიგზო ხაზზე მგზავრობის დრო 4 საათამდე შემცირდა, - აცხადებს საქართველოს რკინიგზის გენერალური დირექტორი, ლაშა აბაშიძე.

მისი თქმით, აქამდე მგზავრობის დრო 5 საათსა და 30 წუთს შეადგენდა.

„მგზავრობის ხანგრძლივობა უკვე 4 საათს შეადგენს. ეს საკმაოდ მნიშვნელოვანი გაუმჯობესებაა. ბოლო პერიოდის განმავლობაში, ლიანდაგსა და ინფრასტრუქტურაზე მნიშვნელოვანი კაპიტალური სამუშაოები ჩავატარეთ, რომელმაც საშუალება მოგვცა, რომ სიჩქარეები გარკვეულ მონაკვეთებზე გაგვეზარდა. ამ სამუშაოებმა მოგვცა საშუალება, იმ მონაკვეთებზე, სადაც რეაბილიტაცია ჩატარდა, გავზარდოთ სიჩქარე, მოვხსნათ შეზღუდვები და თბილისიდან ბათუმში უსაფრთხოდ, 4 საათში ვიმგზავროთ“, - აღნიშნა ლაშა აბაშიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს რკინიგზამ უკვე დაასრულა რამდენიმე სადგურის რეაბილიტაცია. კომპანიის მიზანია, სრულად მოაწესრიგოს არა მხოლოდ მაგისტრალურ ხაზებზე არსებული, არამედ საგარეუბნო სადგურებიც.

„ფაქტობრივად უკვე მიმდინარეობს 5-7 სადგურის რეაბილიტაცია და წელს კიდევ გვინდა დავამატოთ 5 სადგური. მომავალ წელსაც სრულად გვინდა, რომ დავამთავროთ სადგურების რეაბილიტაცია“, - განაცხადა აბაშიძემ.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
ადვოკატი - მიუხედავად იმისა, რომ ნიკა მელიას მიმართ მესამე განაჩენი დადგა, სასჯელის შთანთქმის მექანიზმით, პატიმრობის ვადა არ გაზრდილა და ის ციხეს 2026 წლის 20 დეკემბერს დატოვებს
გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ნია იმნაძე საავადმყოფოდან ზაჰესის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს
ნიკა მელიას სასამართლოს უპატივცემლობის ფაქტზე 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
საჯარო სივრცეში შეურაცხმყოფელი სიტყვების გამოყენებისთვის რუსთავის საქალაქო სასამართლომ მოქალაქე ნუგზარ კირთაძე სამართალდამრღვევად ცნო
ნიკოლოზ სამხარაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, რომ სხვა პატარა თუ დამოუკიდებელი პარტია მოგუდოს, რათა ოპოზიციაში თავად იყოს
არქივი