ნაცსექტისათვის, რომლის კრებსით სახესაც ამ შემთხვევაში ნანული ჟორჟოლიანი წარმოადგენს, გიგა ავალიანის დედა ეკა კუპატაძე საინტერესო იყო, როგორც პოტენციური პოლიტიკური ინსტრუმენტი, რომელიც შეიძლებოდა, პოლიტიკურ სვავებს თავიანთი მიზნებისათვის გამოეყენებინათ, - წერს ჟურნალისტი ჯაბა ხუბუა, X-ზე.
მისი განცხადებით, ვინაიდან მოკლული მასწავლებლის დედამ, ეკა კუპატაძემ, თავისი ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და ობიექტურად დააფასა გამოძიების შედეგები, კრებსითი “ნაციონალებისთვის” იგი უსარგებლო გახდა.
„ამიტომაც ეტმასნებოდნენ და ვითომ ჭირისუფლობდნენ მას კოლექტიური ნანუკები, მაგრამ რაკი ქალბატონი ეკა საკუთარი ღირსების სიმაღლეზე დადგა, თავის ტრაგედია პოლიტიკური სპეკულაციის საგნად არ აქცია და სახელმწიფოსაც ობიექტურად დაუფასა გამოძიების შედეგები, მაშინვე უსარგებლო გახდა ნაცსექტისათვის და პირველი შესაძლებლობისთანავე ჩასცეს გულში შხამიანი ისარი ნანული ჟორჟოლიანის ხელით. ასეთია ლეშიჭამია ნაცსექტის პოლიტიკური ჯიში და ბუნება“, - წერს ხუბუა.
| სარეკლამო ადგილი - 11 650 x 60 |