ზურაბ ქადაგიძე სერგი კაპანაძეზე: აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს ის დეტალები, რომელზეც ბოლომდე არ საუბრობს ჩანაწერში, იქნებ ნება იბოძოს და მე თუ არა, თავისივე და აქციაზე მდგარ სტუდენტებს განუმარტოს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 10 მარტი 2023, 19:46

„ხალხის ძალის“ წევრი, ზურაბ ქადაგიძე, რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ ფარულ ვიდეოჩანაწერს აფასებს, სადაც სერგი კაპანაძე და გედევან ფოფხაძე საკანონმდებლო ორგანოში შეჭრაზე საუბრობენ.

მისი თქმით, სერგი კაპანაძის საუბარი ყურადღების გარეშე არ უნდა დარჩეს და მან განმარტება უნდა გააკეთოს რამდენიმე მნიშვნელოვან თემაზე, რაც ჩანაწერში ისმის.

ქადაგიძე სვამს კითხვებს, რომლებზეც თვლის, რომ კაპანაძეს განმარტებები აქვს გასაკეთებელი, კერძოდ, რომელ ძალას გულისხმობს, როცა ამბობს, რომ ხელისუფლება უნდა გადაატრიალოს, ვისგან ჰქონდა „მწვანე ანთებული“ პარლამენტში შეჭრას და ა.შ.

„მოკლედ, გასული დღეების შეფასებას ცალკე გავაკეთებ მოგვიანებით, მანამდე კი ერთ განსაკუთრებულ ფაქტზე მინდა გამოხმაურება.

სერგი კაპანაძე, რომელიც გახლავთ მოქმედი ლექტორი და ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი ეშელონის წარმომადგენელი იყო, ხშირად „გვმოძღვრავს“ ხოლმე ხან ვაშინგტონიდან, ხან ბრიუსელიდან და სხვა და სხვა ევროპული ქალაქებიდან.
ნუ, იმის თქმა მინდა, რომ ის არ გახლავთ შალვა ნათელაშვილი, რომლის უაზრო ლაპარაკს ყურადღება არ უნდა მიექცეს.

ამიტომ, მას როგორც მრავალი საზოგადოებრივი გაერთიანებების წევრს და საერთაშორისო აქტორების "ბენეფიციარს", ძალიან საინტერესო დიალოგი ჰქონდა აქციაზე გედევან ფოფხაძესთან და რამდენიმე აქტივისტთან.

ამ დიალოგის სამართლებრივ კუთხით შეფასებას არ დავიწყებ, აქ მთავარია შინაარსი, რომელშიც ბევრი საინტერესო ნიუანსი იკვეთება.

ამიტომ, აუცილებელია საზოგადოებამ იცოდეს ის დეტალები, რომელსაც ბოლომდე, კონკრეტულად არ საუბრობს ჩანაწერში და იქნებ ნება იბოძოს და მე თუ არა, თავისივე და ა ქციაზე მდგარ სტუდენტებს განუმარტოს:

1) რომელ კონკრეტულ ძალაზე საუბრობს, ვინც ხელისუფლება უნდა გადაატრიალოს?
2) რომელი ქვეყანას გულისხმობს?
3) კონკრეტულად ვისგან არის "მწვანეა ანთებული"ანთებული?
4) ვინ არის ის ქალი ვისაც ახსენებს?
5) ვინ არის მამუკა, რომელსაც ყველა აქ ჰყოლია, ვინ ყველაზეა საუბარი?
6) რას ნიშნავს 1 000 ლარად შეიძლება მათი შენარჩუნება, ვისი?
7) რა შუაშია საქართველოს პატრიარქი და რა იგეგმებოდა მის წინააღმდეგ?

ეს კითხვები გახლავთ იმ ვიდეოდან, რომელიც ტელევიზიაში გავრცელდა.

ზოგადად, ეს გახლავთ იმ სტრატეგიის ნაწილი, რითაც სერგი კაპანაძე გეგმავდა რევოლუციურ სცენარს.“ - წერს ზურაბ ქადაგიძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი