ვასილ მაღლაფერიძე ლაზარე გრიგორიადისზე: შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტს, ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 01 აპრილი 2023, 23:56
თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ),  - ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარე, ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში წერს.

მაღლაფერიძის თქმით,  პოლიციელზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის მხარდამჭერები, ფაქტობრივად ითხოვენ, რომ მოლოტოვის კოქტეილების გამოყენება იურიდიულად  დაკანონდეს. 

მისივე განცხადებით, საინტერესოა, რა არგუმენტები აქვთ აღნიშნული პოზიციის მქონე ადამიანებს, ისევე როგორც საინტერესოა ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის პოზიცია, რომელიც გრიგორიადისის მხარდასაჭერ აქციაზე მივიდა. 

„თუ ადვოკატები დაამტკიცებენ, რომ იმ ადამიანს არ უსვრია ცეცხლგამჩენი ბოთლი, ძალიან კარგი, თუმცა, ისეთი შთაბეჭდილება იქმნება, რომ ზოგიერთი მისი გულშემატკივარი ამართლებს და სოლიდარობას უცხადებს თავად "მოლოტოვის კოქტეილების" სროლის ფაქტს (ისე იკითხება, რომ ერთგვარ საგმირო საქმედაც კი მიიჩნევენ). ვფიქრობ, რომ ტელევიზიებმა მაქსიმალურად უნდა დაუთმონ ეთერები იმ ადამიანებს, რომლებიც ითხოვენ, რომ  "მოლოტოვის კოქტეილების" სროლა დასჯადი არ უნდა იყოს, ანუ, ფაქტობრივად, ამგვარი ბოთლების გამოყენების იურიდიულად დაკანონებას ემხრობიან. იქნებ სერიოზული არგუმენტები აქვთ და დანარჩენ საზოგადოებასაც დაარწმუნებენ, რომ  უკმაყოფილების გამოხატვა "მოლოტოვის კოქტეილით" დაშვებული უნდა იყოს. ამავე საკითხზე კარგი იქნება ინტერვიუ (მკაფიო შეკითხვებით და პასუხებით) ქალბატონ ვიოლა ფონ კრამონთანაც, საინტერესოა მისი პოზიცია - რას გვთავაზობს და რა რეკომენდაციას გვაძლევს. 
დღეს რაც მსოფლიოში ხდება, იმასთან შედარებით საქართველოში არსებული პოლარიზაცია ბავშვურ ბუტიაობად ჩანს და   ერთმანეთში ურთიერთობების გარკვევა "მოლოტოვის კოქტეილებით" თუ დავიწყეთ, ჩვენი ტემპერამენტიდან გამომდინარე, უცებ გადავუსწრებთ ყველა ქვეყანას და ცეცხლის ალში გავხვევთ ქვეყანას.“ - წერს მაღლაფერიძე სოციალურ ქსელ Facebook-ში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი