ზურაბ ქადაგიძე ელენე ხოშტარიას: მაგიტომ გახდით კეთროვანები ქართული საზოგადოებისთვის, რომ სინდისი და თქვენ, როგორც ღორი და მუზეუმი ისე ხართ...
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 17 მაისი 2023, 21:36
 „თვითმფრინავის ტრაპთან რომ მიცვივდებით საცოდავებო, ელენე ხოშტარია კარგად მოძებნეთ, ბარგთან არ გაგეპაროთ სადმე და ამანათს არ ელოდებოდეს,“ - ამის შესახებ წერს „ხალხის ძალის“ წევრი, ანალიტიკოსი ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში, რომელიც სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოს გამოეხმაურა, სადაც ელენე ხოშტარია რუსეთ საქართველოს შორის ვაჭრობის აღდგენაზე საუბრობს. 

 როგორც ქადაგიძე აღნიშნავს, აგვისტოს ომის შემდეგ ელენე ხოშტარია საუბრობდა რუსი ტურისტების შემოსვლაზე, რუსეთ -საქართველოს შორის ვაჭრობის აღდგენაზე, მაშინ ეს პრობლემას არ წარმოადგენდა. თუმცა დღეს გმობს რუსეთთან უვიზო მიმოსვლას და სპეკულირებს ამ თემით. 

 „აბა, გააღეთ პირი და თქვით აააა... ვიდეო ციკლიდან -„უსამშობლო ნაბიჭვრები“... მაგიტომ გახდით კეთროვანები ქართული საზოგადოებისთვის, რომ სინდისი და თქვენ, როგორც ღორი და მუზეუმი ისე ხართ... ანუ ქართული ოკუპაციის შემდეგ, მოსულა რუსეთთან ურთიერთობა და უკრაინის ოკუპაციის შემდეგ არა? როგორი კდემამოსილებით საუბრობს ეს ნაძირალა, გავლენის ბენეფიციარი. მაშინ "ზა რასიუ" იყო და ახლა „პროწივაა“? თუ უბრალოდ იმ პერიოდში გაცვლითი კურსი რუბლი-ლარში მაღალი იყო და ახლა ცოტა მეტს იხდიან რუსულ კუპიურებში?... თვითმფრინავის ტრაპთან რომ მიცვივდებით საცოდავებო, ელენე ხოშტარია კარგად მოძებნეთ, ბარგთან არ გაგეპაროთ სადმე და ამანათს არ ელოდებოდეს, თქვე გოიმებო“, - წერს ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი