თავი რომ დავანებოთ რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 19 ივნისი 2023, 18:34
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებულ დოკუმენტებს ეხმიანება, რომელიც მიუთითებს იმაზე, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა ამერიკული კომპანია Hornady-სგან ასობით ათასი ტყვია-წამალი შეიძინეს.

როგორც ნიკოლეიშვილი წერს, თავი რომ დავანებოთ რუსეთისგან ენერგო პროდუქტების კვლავ შესყიდვებს და რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ

„რამდენჯერმე  ადგილობრივი რადიკალების და   უცხოელი "კეთილისმსურველების" მიერ საქართველოს მიერ შავი ხვრელების გამოყენებით რუსეთისთვის დახმარების შესახებ გაჟღერდა. თუმცა აღსანიშნავია, რომ არცერთი ფაქტი თუ მტკიცებულება ამის შესახებ არათუ არ დაიდო, არამედ მინიშნებითაც კი ვერ გვითხრეს. ამავდროულად, თავი რომ დავანებოთ რუსეთისგან ენერგოპროდუქტების კვლავ შესყიდვებს და რუსეთის ბიუჯეტის მილიარდობით დოლარით შევსებას, სულ უფრო მეტი ინფორმაცია ჩნდება ამერიკული თუ ევროპული ფირმების მიერ სამხედრო თუ არა სამხედრო დანიშნულების პროდუქციის მიყიდვის შესახებ. რა ქვია ამას, როდესაც ჩვენ მართლაც ნოტაციებს გვიკითხავენ და რუსეთს თან ეომებიან, თან სანქციებს უწესებენ, მაგრამ  ღია თუ ფარულ ვაჭრობას არ ერიდებიან“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი