დავით ქართველიშვილი: „ფრანკლინის კლუბი“ სინამდვილეში არის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაზე ახალგაზრდა თაობების მომზადების ცენტრი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 21 ივნისი 2023, 11:00
„ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში „ფრანკლინის კლუბის“ შესახებ მიმოხილვას ავრცელებს. 


როგორც დავით ქართველიშვილი წერს, კლუბი თითქოს ღიაა სხვადასხვა ტიპის იმ ინიციატივებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მიერ დეკლარირებულ „კლასიკურ-ლიბერალური საზოგადოების“ გაძლიერებას, რეალობაში კი ლიბერალური ფაშიზმის „ბუდეს“ წარმოადგენს.


„ორგანიზაცია „ფრანკლინის კლუბი“ შეიქმნა 2021 წლის დეკემბერში. მისი მიზანია „კლასიკური ლიბერალურ/ ლიბერტარიანული ღირებულებების გავრცელება“. სინამდვილეში კი, ეს არის ლიბერალური ფაშიზმის იდეოლოგიაზე ახალგაზრდა თაობების მომზადების ცენტრი. 


„ფრანკლინის კლუბის“ მიმდინარე და დაგეგმილი აქტივობები მოიცავენ საგანმანათლებლო და მედია პროექტებს, კვლევებს, პოლიტიკურ დისკუსიებს, სამოქალაქო აქტივიზმსა და კონსალტინგს. კლუბი ღიაა სხვადასხვა ტიპის იმ ინიციატივებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს მათ მიერ დეკლარირებულ „კლასიკურ-ლიბერალური საზოგადოების“ გაძლიერებას, რეალობაში კი ლიბერალური ფაშიზმის „ბუდეს“ წარმოადგენს.

დიდი ალბათობით ჩვენ შეგვიძლია „ფრანკლინის კლუბის“ (არაპირდაპირ) დაკავშირება აშშ-ის სპეცსამსახურებთან, ვინაიდან ის უზრუნველყოფს აშშ-ის მოქმედი ადმინისტრაციის საგარეო პოლიტიკით განსაზღვრული ამოცანების შესრულებას. მარტის თვის აქციებთან დაკავშირებით:

„ფრანკლინის კლუბი“ ადასტურებს მათში მონაწილეობას და იქ მყოფი ე.წ. Gen Z თაობის (აქციის ბირთვი) გადამზადების ფაქტს (წელიწად-ნახევარში მოამზადეს 2500 კურსდამთავრებული ახალგაზრდა);

მარტის აქციებზე სხვადასხვა მონაცემით იდენტიფიცირებული იქნა „ფრანკლინის კლუბის“ სულ ცოტა 1000-მდე წევრის მონაწილეობის ფაქტი;

აქციებში მონაწილე სტუდენტების ძირითად ბირთვად მოგვევლინა „აგრარულ/თავისუფალი“ და „საქართველოს“ უნივერსიტეტები;

მნიშვნელოვანია, რომ ხსენებული უნივერსიტეტების ლექტორთა ნაწილი ასევე ასწავლის „ფრანკლინის კლუბში“, ხოლო უნივერსიტეტების რექტორები წარმოადგენენ ხსენებული ორგანიზაციის მრჩეველთა საბჭოს წევრებს.

კლუბის წევრთა ნაწილმა უკვე წაშალა ფეისბუქიდან აქციაზე მათი ყოფნის ამსახველი ფოტოსურათები. კლუბის წევრები თითქმის იდეალურად იცავენ კონსპირაციას; აქციების შემდეგ გაძლიერებული იქნა კლუბის ტერიტორიაზე არსებული დაცვის სისტემა.

ამჟამად „ფრანკლინის კლუბის“ დამფუძნებლები აცნობიერებენ, რომ მათი თავდაცვის ყველაზე ეფექტური მექანიზმი - აგრესიულ მედიურობასა და კონსპირაციის დაცვაშია, რასაც ახორციელებენ კიდეც, მეტ-ნაკლები წარმატებით. ორგანიზაციის მხარდამჭერი მედიაკამპანიის სახეებად გვევლინებიან კლუბის დამფუძნებლები: ალექსანდრე ზიბზიბაძე და რევაზ თოფურია, რომლებიც ცდილობენ გაანეიტრალონ კლუბის მიმართ დაწყებული ნეგატიური საინფორმაციო კამპანია. საჯარო განცხადებების მონიტორინგმა გამოკვეთა ამ მიმართულებით ორი ძირითადი ხაზი:

საფრთხის მინიმალიზება წაყენებული ბრალდებების „გაშარჟების“ გზით - აქ აქცენტი კეთდება პრემიერ-მინისტრის განცხადების იმ მონაკვეთზე, რომ კლუბის წარმომადგენლები აქციაზე იმყოფებოდნენ „სატანისტებისთვის დამახასიათებელი ჩაცმულობით“;

მეორე ნაწილში ისინი ვერ უარყოფენ აქციაზე მყოფი ე.წ. Gen Z თაობის მათთან კავშირს (ადასტურებენ მათ მონაწილეობას), თუმცა უარყოფენ დესტრუქციულ პროცესებში მათი ჩართულობის ფაქტს.
  
ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ ორგანიზაციასთან თანამშრომლობაში მყოფი ზოგიერთი პირი არის შეშინებული და გარკვეულწილად ავლენს პანიკურ რეაქციებს. გაძლიერებულია გარე და შიდა პერიმეტრის დაცვა, გართულებულია ვიზიტორების უნივერსიტეტში მოხვედრის პროცესიც - კერძოდ, მათ შესასვლელად საჭიროა მონაცემების დაცვის თანამშრომლებისთვის წინსწრებად გადაგზავნა და ა.შ. 

კლუბის სასწავლო პროგრამებსა და იდეოლოგიურ მიმართულებებს ჩვენ აუცილებლად დავუბრუნდებით.“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი