დავით ქართველიშვილი: ვერც გვარამიას გათავისუფლება, ვერც „პრაიდი“ ვერ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან - პირიქით! 
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 23 ივნისი 2023, 14:31
ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ლგბტქი თემის მიერ, საქართველოში, ივლისში დაგეგმილი აქტივობების შესახებ წერს. 

როგორც დავით ქართველიშვილი აღნიშნავს, თუ ევროკავშირთან დასაახლოებლად ლგბტქი თემის პროპაგანდაა საჭირო, მაშინ, ასეთი ევროკავშირი მიუღებელია. 


„ყოველ „სერიალს“ აქვს თავისი ფინალური სერია, საიდანაც იგებ (ხვდები) - ექნება თუ არა მას გაგრძელება (მომდევნო სეზონი). ანალოგიური ვითარებაა საქართველოს ევროინტეგრაციის „კინოშიც“. ასეც ხდება, როდესაც სერიალის სიუჟეტის მიხედვით, „ამოჩემებული“ გყავს საყვარელი გმირი და არ აქვს მნიშვნელობა, დადებითი თუ უარყოფითი ტიპაჟისაა იგი. მაგრამ, ყოველთვის მოულოდნელია შენთვის, როდესაც ეს ტიპაჟი ფილმის მიმდინარეობისას თავის ჰაბიტუსს იცვლის.

საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე ასეთ დადებით გმირად მიმაჩნდა გაფართოების საკითხებში ევროკომისარი, უნგრელი ოლივერ ვარჰეი. მაგრამ აქაც მოულოდნელ მეტამორფოზს ჰქონდა ადგილი, როდესაც მან ბრძანა: „საქართველომ უნდა უზრუნველყოს ლგბტქი საზოგადოების წევრების შეკრება და გამოხატვის თავისუფლება“. ტაში. ფარდა. მორჩა კინო. „მოკვდა კაცი“.

როდესაც პირველ ივნისს იერუსალიმში ჩატარდა პრაიდი, ძალიან მინდოდა ამომეკითხა ისრაელის მთავრობის მოტივაცია, რომელიც თითქოს და დეკლარირებულად ებრძვის „გლობალური ომის პარტიის“ ჩარევას ქვეყნის სუვერენულ უფლებებში, მაგრამ ვერ ამოვიკითხე. მინდა მჯეროდეს და მჯერა თურქეთის მოტივაციისა, რომელმაც სტამბულში 27 ივნისს ჩატარებული პრაიდის ორგანიზატორებიც და მონაწილეთა დიდი რაოდენობა დააკავა. 

მაგრამ...

... ვერანაირად ვერ გავიგებ, რატომ უნდა გავატაროთ საქართველოში მსგავსი ბაკქანალია, რომელიც დაგეგმილია 1-8 ივლისს და არ ემსახურება არც ერთს, თუნდაც პოლიტიკურად გამართლებულ მიზანს. ვერც გვარამიას გათავისუფლება, ვერც „პრაიდი“ ვერ დააახლოებს საქართველოს ევროკავშირთან. პირიქით! ღმერთმა დაგვიფაროს ასეთი დაახლოებისაგან, რომელიც ან „პრაიდის“ ჩატარებაზე, ან გვარამიას გათავისუფლებაზე გადის!“, - წერს დავით ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი