დავით ქართველიშვილი კელი დეგნანის განცხადებაზე: ჩვენი პრეზიდენტის არ იყოს, მისგანაც უკვე ყველაფერი მოსალოდნელია - ეს სიგიჟე უკვე ზღვარს კი არა, გალაქტიკას არის აცდენილი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 02 ივლისი 2023, 17:15
ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმაურება იმის თაობაზე, რომ საქართველოდან პირდაპირი ფრენები რუსებს შესაძლებლობას აძლევს, გავიდნენ ევროპაში, რაც შემაშფოთებელია.

როგორც ქართველიშვილი სიციალურ ქსელში წერს, ელჩის განცხადება სინამდვილეს არ შეესაბამება, ვინაიდან, პირდაპირი ფრენების აღდგენამდე, რუსები ერევნიდან და ლარსის გამშვები პუნქტიდან მაინც შემოდიოდნენ საქართველოში. გარდა ამისა, რუსეთის მოქალაქეებს ევროპაში წასვლის შესაძლებლობა სხვა ქალაქებიდანაც აქვთ, როგორცაა სტამბოლი ან თელ-ავივი.

„დღეს "ფსიქიატრიული ბოდვების გამავრცელებელი" საზოგადოება  ("ოფშორმედიის" სახით) მიაწერს კელი დეგნანს ისეთ სისულელეს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პრეზიდენტისა არ იყოს, მისგანაც უკვე ყველაფერი მოსალოდნელია - მაგრამ ეს სიგიჟე უკვე ზღვარს კი არა, ჩვენს გალაქტიკას არის აცდენილი. კელი დეგნანი: "პირდაპირი ფრენები რუსეთთან იმიტომ იწვევს შეშფოთებას, რომ:
საშუალებას აძლევს არა მხოლოდ იმას, რომ უფრო მეტი რუსი ჩამოვიდეს საქართველოში, არამედ იმასაც, რომ საქართველოს იყენებდნენ, რათა შემდგომ გავიდნენ ევროპაში
ევროპამ გადაწყვიტა, რომ ჩაკეტოს კარი მათთვის, რადგან ეს არის რუსეთზე ზეწოლის ერთ-ერთი ნაწილი, ერთ-ერთი მექანიზმი, რათა რუსეთმა დაასრულოს ეს ომი. ამ შემთხვევაში ფრენები ხელს შეუწყობს რუსეთის მოსახლეობის ევროპაში გასვლას".
 ათასობით რუსი ისედაც ჩამოდიოდა მოსკოვი-ერევან-თბილისის რეისით და დღესაც ამჯობინებს აღნიშნულ მარშრუტს პირდაპირ ფრენებზე დაწესებული უფრო ძვირი ბილეთების გამო! ლარსის გამშვებ პუნქტს რა ვუყოთ? მექსიკის ტერიტორიაზე გადავიტანოთ?
სტამბულის ან თელ-ავივის აეროპორტებიდან ევროპაში ჩასულ რუსებს რას უშვებით? ადგილზევე ხვრეტთ? გამოცდილებას ვერ გაგვიზიარებთ?
ესე იგი, ამ სისულელეს ხომ საელჩოს ანალიტიკოსები აწვდიან გასავრცელებლად? ამაში ხომ კოლოსალური ჯამაგირი აქვთ? თუ თავისით მოსდის  თავში? "ხანდახან სჯობს გაჩუმდე, თუნდაც  ჩლუნგის შთაბეჭდილება დატოვო ამით - ვიდრე გააღო პირი და ამაში უკანასკნელი ეჭვები გაფანტო" - სხვათა შორის, რუსული ანდაზაა. ქალბატონო ელჩო, ავკრძალოთ?” - წერს დავით ქართველიშვილი Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი