Newsweek-ის თანახმად, 2021 წლის ნოემბერში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბერნსი, იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც თავის კოლეგა სერგეი ნარიშკინთან განიხილა ყველა დეტალი, თუ როდის უნდა შეჭრილიყო რუსეთი უკრაინაში, რა წითელი ხაზები არ უნდა გადაეკვეთა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ივლისი 2023, 00:13
„მე თუ მკითხავთ, ეს არის სკანდალური ინფორმაცია, როდესაც ამერიკელები და რუსები თურმე ერთობლივად ემზადებოდნენ ამ კოშმარისთვის, რასაც ჰქვია უკრაინაში განვითარებული ომი. მაგრამ Newsweek-ი იმასაც დასძენს, რომ როგორც ჩანს, თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსული ჯარი შეიჭრა უკრაინაში, რაღაც ისე არ წავიდა, როგორც მოილაპარაკეს“ -ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა, ტელეკომპანია „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, Newsweek-მა გამოააშკარავა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი არის არა ორი ქვეყნის დაპირისპირება, არამედ ამერიკის მიერ მართული პროცესი.

„შეიძლება, მოსკოვის აღებით მოგვანიჭონ მაპი და გააკეთონ ის, რასაც ვერ რისკავდნენ 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე. ამ მოლოდინებშია ჩვენი ოპოზიცია, ამით იწყნარებს თავს და აშინებს ხელისუფლებას დღეს.

ოფშორ-მედიას ვეძახი, ყველა მიხვდება, რომელ ტელევიზიაზეცაა საუბარი, დიდი ზარ-ზეიმით გამოიყენა ერთ-ერთი გერმანული გამოცემის ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არც კი დაპატიჟეს ვილნიუსის სამიტზე, ბრატისლავაში მისი განცხადების გამო. მან თქვა აბსოლუტურად უწყინარი ფრაზა, რაც გაიმეორა რომის პაპმაც და რაზეც ამა თუ იმ ფორმით საუბრობს ამერიკის პრეზიდენტიც, რომ შესაძლოა, NATO-ს აღმოსავლეთისკენ გაფართოების გეგმებმა უბრალოდ დააჩქარეს რუსეთის გადაწყვეტილება, აგრესიულად შეეტია უკრაინისთვის. რა იყო ამ ფრაზაში ისეთი, რაც ეწინააღმდეგება ლოგიკას, ან ძალიან ბევრი მსოფლიო ლიდერის გამონათქვამს?! მაგრამ ამ ფრაზის გამო ირაკლი ღარიბაშვილი ვერ იქნებოდა სასურველი სტუმარი ვილნიუსშიო.

ამავე პერიოდში ცნობილმა გამომცემელმა Newsweek-მა საერთოდ სკანდალური ინფორმაცია გამოაქვეყნა იმის შესახებ, რომ 2021 წლის ნოემბერში ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს დირექტორი, უილიამ ბერნსი, იმყოფებოდა მოსკოვში, სადაც თავის კოლეგა სერგეი ნარიშკინთან განიხილა ყველა დეტალი, თუ როდის უნდა შეჭრილიყო რუსეთი უკრაინაში, რა წითელი ხაზები არ უნდა გადაეკვეთა და რა საგზაო რუკა უნდა შემუშავებულიყო, რათა ამ აგრესიის სცენარი ორივესთვის ხელსაყრელი სცენარით წარმართულიყო.

მე თუ მკითხავთ, ეს არის სკანდალური ინფორმაცია, როდესაც ამერიკელები და რუსები თურმე ერთობლივად ემზადებოდნენ ამ კოშმარისთვის, რასაც ჰქვია უკრაინაში განვითარებული ომი. მაგრამ Newsweek-ი იმასაც დასძენს, რომ როგორც ჩანს, თებერვლის ბოლოს, როდესაც რუსული ჯარი შეიჭრა უკრაინაში, რაღაც ისე არ წავიდა, როგორც მოილაპარაკეს. ამაში Newsweek-ი გამოყოფს ორ მომენტს: 1. რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მიერ დაგეგმილი სამხედრო ოპერაციები იყო უნიჭოდ განხორციელებული და 2. აშშ მართლაც არ ელოდა ზელენსკის შეიარაღებული ძალების მხრიდან ასეთი ბრძოლისუნარიანობის, მომზადებისა და შემართების კომპონენტს ამ ომში. ამიტომ ძირითადი ყურადღება აშშ-ის სპეცსამსახურების მხრიდან მიმართული იყო იმისკენ, რომ ამ ომს ისეთი ტიპის ესკალაცია არ გამოეწვია, რომელიც NATO-სა და რუსეთს შორის შეტაკებამდე მიიყვანდა მდგომარეობას. ამ ინფორმაციაზე დაყრდნობით ეს ძალიან უცნაური ომია, როდესაც რუსეთი რაღაცას არ ახორციელებს იმიტომ, რომ რაღაც საგზაო რუკის ფარგლებს გარეთ არ უნდა გავიდეს, ხოლო აშშ აკონტროლებს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომ რამე ზედმეტი არ მოუვიდეთ რუსეთთან მიმართებით.“ - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი