ლევან ნიკოლეიშვილი - ირკვევა, რომ თეა გოდოლაძე არის არასრულწლოვანზე მოძალადე. საქმის დასრულებამდე დაუყონებლივ უნდა დატოვოს დაკავებული თანამდებობა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 22 აგვისტო 2023, 12:21
“თეა გოდოლაძე არის ქალი, რომელიც ყველა სენსიტიურ თემას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ახლა ირკვევა, რომ თეა გოდოლაძე არის არასრულწლოვანზე მოძალადე. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, საქმის დასრულებამდე დაუყონებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა”- წერს სოციალურ ქსელში ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი. როგორც ნიკოლეიშვილი აღნიშნავს, მოძალადეებს არაფერი ესაქმებათ მსგავს პოზიციებზე. “თეა გოდოლაძე არის ქალი, რომელმაც შოვის ტრაგედია გამოიყენა საკუთარი პიარისთვის და "ნაცმოძრაობის" ნარატივის გასამყარებლად. ყველაზე დიდი ტყუილი, რაც მან იკადრა იყო ის, რომ თითქოს დღეების განმავლობაში მდინარე იყო დაგუბებული, რაც შემდეგ დაიძრა როგორც ღვარცოფი. მისი ეს ტყუილი მალევე განეიტრალდა ოფიციალური დასკვნით. თეა გოდოლაძე არის ქალი, რომელიც ყველა სენსიტიურ თემას იყენებს საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის. ახლა ირკვევა, რომ თეა გოდოლაძე არის არასრულწლოვანზე მოძალადე. ამიტომ აუცილებლად მიმაჩნია, საქმის დასრულებამდე დაუყონებლივ დატოვოს დაკავებული თანამდებობა. მოძალადეებს არაფერი ესაქმებათ მსგავს პოზიციებზე!!!”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი