ზურაბ ქადაგიძე: დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს "სამართლიანი" არ უწოდებია - უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 აგვისტო 2023, 13:50
"გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან - საბა ორბელიანის იგავი, "მაოხრებელი გზირი" მახსენდბოდა." - წერს “ხალხის ძალის” წევრი, ზურაბ ქადაგიძე სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, გულდასაწყვეტია, რომ კელი დეგნანი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. “გუშინ კელი დეგნანს გამოსამშვიდობებელი პრესკონფერენცია ჰქონდა. ვუსმენდი და პერიოდულად სულხან - საბა ორბელიანის იგავი, "მაოხრებელი გზირი" მახსენდბოდა. მისი საუბრის ანალიზს არ ვაპირებ, ერთ პასაჟზე მინდა გავამახვილო თქვენი ყურადღება. დეგნანი ამბობს, რომ საქართველოში ჩატარებული არჩევნებისთვის ეუთო/ოდირს "სამართლიანი" არ უწოდებია. ვერ მოედავები, მაგრამ ძაღლის თავი იცით სად არის დამარხული? უკვე წლებია ეუთო/ოდირი მსგავს ტერმინოლოგიას შეფასებებში აღარ იყენებს და არც აშშ - ს არჩევნებზე დაუწერია მსგავსი რამ. ძალიან გულდასაწყვეტია, რომ სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნის აწ უკვე ყოფილი ელჩი მსგავსი მანიპულაციური განცხადებებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. გულდასაწყვეტია...” - წერს ქადაგიძე Facebook-ზე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი