სოსო არჩვაძე: გამართლებული იქნება, საშემოდგომო სესიაზე, როდესაც პარლამენტი დაუბრუნდება „საპენსიო სააგენტოს“ შესახებ კანონპროექტის განხილვას, 2028 წლის 1 იანვრამდე ვადის გადაწევის ნაცვლად, მასში დროის დათქმები არ მოხდეს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 26 აგვისტო 2023, 15:59

საპენსიო ფონდის ფორმირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცულობისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზაზე, - წერს ეკონომისტი სოსო არჩვაძე სოციალურ ქსელში.

როგორც არჩვაძე აღნიშნავს, ფონდში აკუმულირებული სახსრები იმყოფება ეფექტური ზედამხედველობისა და გამოცდილი მენეჯმენტის ხელში.

მისი თქმით, ბოლო წლებში ხელისუფლების სტრატეგია პენსიების სიდიდის წინმსწრები ზრდის თაობაზე ინფლაციის ტემპთან შედარებით ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ კურსს პენსიონერთა ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური დაცვის არსებითი გაუმჯობესებისაკენ.

„საპენსიო ფონდის ფორმირება მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია ქვეყნის მოსახლეობის სოციალური დაცულობისა და ფინანსური რესურსების ეფექტიანი გამოყენების გზაზე. ამ ფონდში აკუმულირებული სახსრები იმყოფება ეფექტური ზედამხედველობისა და გამოცდილი მენეჯმენტის ხელში, სრულად დაცული და ხელშეუხებელია. ბოლო წლებში ხელისუფლების სტრატეგია პენსიების სიდიდის წინმსწრები ზრდის თაობაზე ინფლაციის ტემპთან შედარებით ხაზს უსვამს „ქართული ოცნების“ კურსს პენსიონერთა ეკონომიკური მდგომარეობისა და სოციალური დაცვის არსებითი გაუმჯობესებისაკენ.

ამ ფონზე, საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით მიღებულმა კანონპროექტმა საპენსიო ფონდის რესურსების დივერსიფიცირების თაობაზე, რომლის მიხედვითაც განისაზღვრა ბენეფიციართა (საპენსიო ფონდში შემომტანების - მომავალი პენსიონერების) ვალდებულება 2023 წლის 6 სექტემბრამდე მოეხდინათ არჩევანის გაკეთება სხვადასხვა რისკიან საინვესტიციო პროექტებში, რის შემდეგაც თავად ფონდი განსაზღვრავდა შესაბამისი სახსრების სხვადასხვა რისკის მქონე საინვესტიციო პორტფელში განაწილებას, საზოგადოებაში არაერთგვაროვანი დამოკიდებულება გამოიწვია. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში გამოითქვა მოსაზრება, რომ ხსენებული განზრახვის რეალიზაცია 2023 წლის 6 სექტემბრის ნაცვლად გადაიდება 2028 წლის 1 იანვრამდე, რაც აშკარად წინგადადგმული ნაბიჯია.

ამასთან ერთად, ხელისუფლების მიერ საზოგადოების სოციალური და ეკონომიკური დაცულობა ამ უკანასკნელის სოციალური სიმშვიდის უზრუნველყოფასაც გულისხმობს. ამის გათვალისწინებით, ჩემი აზრით, უნდა გადაიდგას კიდევ უფრო რადიკალური ნაბიჯი: ვფიქრობ, გამართლებული, უპრიანი იქნებოდა, საქართველოს პარლამენტის საშემოდგომო სესიაზე, როდესაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო დაუბრუნდება ზემოხსენებული ინიციატივის თაობაზე მომზადებული კანონპროექტის განხილვას, მეორე და მესამე მოსმენებისას, ვადის გადაწევის ნაცვლად მასში დროის დათქმები საერთოდ არ მოხდეს. ამასთან, რეფორმის სხვა ელემენტები (თავისუფალი არჩევანი პორტფელებს შორის, მეტი ჩართულობა საკუთარი დანაზოგის მართვაში) ძალაში უნდა დარჩეს, რითაც საპენსიო ფონდში შემტან პირებს ექნებათ შესაძლებლობა, საკუთარი სურვილისა და ინიციატივის შემთხვევაში, მიიღონ მონაწილეობა საკუთარი შენატანების დივერსიფიცირებაში უფრო მაღალრისკიან პროექტებში. შესაბამისად, ვინც საამისო სურვილს არ გამოთქვამს, მის სახელზე აკუმულირებული სახსრები განთავსებული იქნება მხოლოდ დაბალრისკიან პროექტებში. ვთვლი, რომ აღნიშნული წინადადება მნიშვნელოვანწილად ხელს შეუწყობს ქართული საზოგადოების სიმშვიდისა და აღმშენებლობით პროცესზე ეროვნული ენერგიის კონსოლიდაციას“, - წერს არჩვაძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი