დავით ქართველიშვილი: საქართველოს თავისი „პრო-ქართული“ ვექტორის შენარჩუნება, უდიდესი ღვაწლის, თავდადებისა და გმირობის ფასად დაუჯდება 2024 წელს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 27 აგვისტო 2023, 11:22
არაისტერიული რუსი პოლიტოლოგების კრებსითი „ანამნეზი“, რომელიც მენიშნა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად იმეორებს ჩვენს მოსაზრებასაც, რაც გასათვალისწინებელია“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში წერს. 

როგორც ქართველიშვილი აღნიშნავს,  საქართველოს მოქმედი ხელისუფლება არ არის „პრორუსული", ის ქართულია, რასაც დასავლეთი აღიქვამს, როგორც „ანტიდასავლურ“ მოვლენას.


 „არაისტერიული რუსი პოლიტოლოგების კრებსითი „ანამნეზი“, რომელიც მენიშნა კიდევ იმ თვალსაზრისით, რომ ფაქტიურად იმეორებს ჩვენს მოსაზრებასაც, რაც გასათვალისწინებელია:

 საქართველოს მოქმედი ხელისუფლება სამწუხაროდ არ არის „პრორუსული", ის ქართულია, რასაც დასავლეთი აღიქვამს, როგორც „ანტიდასავლურ“ მოვლენას.

 დასავლეთი არ ცნობს 2024 წლის არჩევნების შედეგებს, ვინაიდან გამორიცხულია ანტიქართულმა ძალებმა არჩევნების გზით გაიმარჯვონ.

 არჩევნებამდე დარჩენილი ერთი წლის განმავლობაში, დასავლეთი შეეცდება ვითარების „აყირავების“ თუ „მაიდანიზაციის“ მაქსიმალური პროვოცირების მოვლენებს ჩაუყაროს საფუძველი.

აღნიშნულ სიტუაციაში, ვითარების „კრიტიკულად“ აღქმის შემთხვევაში რუსეთი იძულებული იქნება, 2008 წლის მსგავსად, მის ხელთ არსებული ყველა საშუალებით დაიცვას საკუთარი ინტერესები სოხუმთან და ცხინვალთან გაფორმებული ვალდებულებების ფარგლებში. ვინაიდან ხელისუფლებაში რომელიმე „მიშაობრაზნის“ დაბრუნების შემთხვევაში, წინასწარ დაანონსებული მუქარის ფარგლებში  სოხუმისა და ცხინვალის მიმართულებით სამხედრო პროვოკაცია, გარდაუვალი იქნება.

მე მგონი, საკმაოდ რეალისტური და გულწრფელი პერსპექტივაა. საქართველოს თავისი „პრო-ქართული“ ვექტორის შენარჩუნება, უდიდესი ღვაწლის, თავდადებისა და გმირობის ფასად დაუჯდება 2024 წელს. დასავლეთი ამ სცენარით რისკავს საკუთარი იდეოლოგიური ინტერესების გამო, სამხრეთ კავკასიაში დიდი გეოპოლიტიკური მარცხი განიცადოს. ანუ, მორიგ „ვიეტნამურ“, „ლიბიურ“, „ერაყულ“, „სირიულ“, „ავღანურ“, „უკრაინულ“ ფოცხს დააბიჯოს“, - წერს ქართველიშვილი.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი