დავით ქართველიშვილი: თუ რამე დაგვამარცხებს - არა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, რომელიც მსხვრევადია, არამედ საკუთარი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლება ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 08 ოქტომბერი 2023, 13:15
"ხალხის ძალის" წევრი, ანალიტიკოსი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს და მსოფლიოში მიმდინარე გეოპოლიტიკურ პროცესებს ეხმიანება. 

ქართველიშვილის თქმით, სულ რამდენიმე წლის განმავლობაში მთელ მსოფლიოში მოხდა ოდესღაც თითქოსდა უძლეველი ავტორიტეტების მსხვრევა. 


"სულ რაღაც რამდენიმე წლის განმავლობაში, მსოფლიოში მოხდა ოდესღაც თითქოსდა ურყევი ავტორიტეტების, ხელისუფლებებისა თუ ისტორიულ-პოლიტიკური მოცემულობების სრული კრახი:

✅ სომხეთით დაიწყო თუ გაგრძელდა, ამას დიდი მნიშვნელობა არა აქვს, მაგრამ "არცახის" გარშემო დაწერილი ერის ისტორია და სახელმძღვანელოები, სომხების სულიერი სიძლიერე, მათი უძლეველობა და ამ აუღებელ ციხე-სიმაგრედ ქცეული პროვინციის ლეგენდა ერთ დღეს დაიმსხვრა სომხების მიერ ყარაბაღის მიტოვება/ჩაბარებით;

✅ ამას წინ უსწრებდა ამერიკელების სამარცხვინო გაქცევა ავღანეთიდან, რაც მაშინ რაღაც მზაკვრულ გეგმად ჩანდა;

✅ რუსეთის არმია, რომელიც სერიოზულად ანგარიშგასაწევ ძალად ითვლებოდა, მაგრამ თვეების განმავლობაში ვერ უმკლავდება უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, ხოლო მის სპეცსამსახურებს "გაეპარა" ქვეყნის გადატრიალების სერიოზული მცდელობა. ასეა თუ ისე, უკრაინაში აშკარად რაღაც ისე არ მიდის , რაზეც იყო გათვლა კრემლში საომარი მოქმედებების დაწყებისთანავე;   

✅ ბრიტანეთის სამთავრობო ციებ-ცხელება, მათი სპეცსამსახურების არადამაჯერებელი მუშაობა ქვეყნის გავლენების შესანარჩუნებლად მსოფლიოში, უცნაური საკადრო გადაწყვეტილებები მინისტრთა კაბინეტში არა მხოლოდ ლონდონში, არამედ შოტლანდიაშიც;

✅ აფრიკაში საფრანგეთის ნეოკოლონიალური სისტემის სრული კრახი, რომელიც დაფუძნებული იყო ისეთ ფინანსურ და ლოგისტიკურ ქსელებზე, რომლებსაც თითქოს და "უვადო ვარგისიანობა" უნდა ჰქონდა;

✅ ამერიკული სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, რომელიც უკრაინასთან მიმართებით იმდენად არადამაჯერებლად იქცევა, რომ ვერც საკუთარ გამოყოფილ თანხებს აკონტროლებს, ვერც საჭირო მიზნობრიობისა და რაოდენობის იარაღს აწვდის, ვერც უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ოპერაციების დაგეგმარებას ახორციელებს დამაჯერებლად და შედეგიანად

✅ ორი კვირის წინ დაინგრა აშშ-სა და ევროპის მონოპოლია მსოფლიო ბაზარზე მიკროელექტრონიკაზე, როდესაც ჩინეთმა წარადგინა თავისი მიკროპროცესორები;

✅ ამჟამად ისრაელი თავისი მაღალტექნოლოგიური თავდაცვის სამინისტროთი, ყველა ტიპის "უძლეველი" სპეცსამსახურებით და დაზვერვით, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ განაცხადეს, რომ პალესტინელები ვერ გაბედავდნენ სერიოზულ ქმედებებს ისრაელთან არაბულ მონარქიებთან მოლაპარაკებების ჩაშლის მიზნით.

ამ ყველაფერს აკვირდება ახალი გადაფორმატებისა და განახლების სტადიაზე მყოფი დანარჩენი მსოფლიო. აკვირდება და აკეთებს სათავისოდ საჭირო დასკვნებს. ამ პოზიციაზე ვართ ჩვენც. ქართველი რაგბისტების არ იყოს, თუ რამე დაგვამარცხებს - არა მოწინააღმდეგის ავტორიტეტი, რომელიც მსხვრევადია, არამედ საკუთარი შეცდომები, რომელთა დაშვების უფლება ჩვენ უბრალოდ არა გვაქვს," - წერს ქართველიშვილს.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი