დიმიტრი ხუნდაძე: „ხალხის ძალამ“ იკისრა ეთქვა სიმართლე, რაც იმ პერიოდისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 13 ნოემბერი 2023, 18:58
ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე საზოგადოებრივი მოძრაობის მიზნებსა და ამოცანებზე საუბრობს და აცხადებს, რომ ქვეყნისთვის საციცოცხლო მნიშვნელობის საკითხებზე "ხალხის ძალა"  მომავალშიც ხმამაღლა ისაუბრებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებთან საუბრისას  განაცხადა. 

„ეს გზა არ იქნება მარტივი. ამ გზაზე იქნება სირთულეები და ჩვენთვის კარგად ნაცნობი მცდელობები, რაც შესაძლოა, სადღაც დიდ სცენარში ქვეყნების საერთო ინტერესებს ემთხვევა, მაგრამ ჩვენთვის არის სასიცოცხლოდ საზიანო. ამიტომ, რა თქმა უნდა, ჩვენი სიფხიზლე აუცილებელია, მაგრამ არ უნდა მივეცეთ ზღაპრულ მოლოდინებს. კარგია ის, რაც მივიღეთ, გარკვეული გზა გავლილი გვაქვს, მაგრამ უმთავრესი ისევ გასავლელია. 
ამიტომ „ხალხის ძალამ“ ეს როლი იკისრა და სიმართლემ, რაც იმ პერიოდისთვის უჩვეულო იყო, მაგრამ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი და ჩვენ შევძელით გვეთქვა, თავისი პოზიტიური როლი შეასრულა. ამ ინსტრუმენტს საზოგადოებას არ მოვაკლებთ და ამ როლიდან ჩვენ არ გავალთ,“ - განაცხადა  დიმიტრი ხუნდაძემ.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, „ხალხის ძალა“ არ გამორიცხავს  პოლიტიკური საქმიანობის  გააქტიურებას და ამ პროცესში რეგიონების უფრო მეტად ჩართვას აპირებს. „შესაძლოა ჩვენი პოლიტიკური აქტივობა ქვეყნის ინტერესებიდან და საჭიროებებიდან გამომდინარე კიდევ უფრო მაღალ ხარისხში ავიდეს.
ჩვენ, „ხალხის ძალის“ დეპუტაციას გვქონდა ორი დღის წინ საკმაოდ წარმომადგენლობითი შეხვედრა რეგიონებში მხარდამჭერებთან, ერთმანეთს ვუთხარით სათქმელი და დავგეგმეთ ერთად საკეთებელი საქმე სწორედ იმ კონტექსტში, რა კონტექსტითაც ახლა ვსაუბრობ. მინდა გითხრათ, რომ მათი მუხტი გაზრდილია, მათი შინაგანი რწმენა უფრო ჩამოყალიბებულია და ისინი ითხოვენ აქტიურ მონაწილეობას პოლიტიკაში და ეს ძალიან კარგია. ჩვენ, რა თქმა უნდა, რეგიონებშიც მოვაწყობთ შეხვედრებს და უფრო მეტს გავესაუბრებით საზოგადოებას, მათ, ვისაც არ ჰქონია აქამდე ამის შესაძლებლობა და ასეთი აქტივობები იქნება მრავალი,“ - განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი