ზაალ ანჯაფარიძე: ისევ შემოაგდეს კონსპიროლოგია, თითქოს გამჭვირვალობის კანონი ხელახლა იმიტომ შემოიტანეს, რომ ამით საქართველოს ევროინტეგრაცია დაიბლოკოს - კანონს სხვა დანიშნულება აქვს და ამას ყველა დაინახავს ოქტომბრის არჩევნებზე
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 25 მაისი 2024, 11:41

ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში ისევ შემოაგდეს სპეკულაცია და კონსპიროლოგია, თითქოს გამჭვირვალობის კანონი ხელახლა იმიტომ შემოიტანეს, რომ ამით საქართველოს ევროინტეგრაცია დაიბლოკოს. რუსეთი კი ამ გეოპოლიტიკური „საჩუქრის“ სანაცვლოდ „უზრუნველყოფს“ ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოში რაღაც ფორმით რეინტეგრაციას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ფორმალურად აღდგება, - ამის შესახებ ექსპერტი ზაალ ანჯაფარიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, მოსკოვი ამ ნაბიჯისთვის მზად არ არის, რაც შეეხება გამჭვირვალობის კანონს, ის სულ სხვა მიზნით იქნა მიღებული და ამას ყველა დაინახავს ოქტომბერში.

"ბოლო დროს საინფორმაციო სივრცეში ისევ შემოაგდეს სპეკულაცია და კონსპიროლოგია, თითქოს გამჭვირვალობის კანონი ხელახლა იმიტომ შემოიტანეს, რომ ამით საქართველოს ევროინტეგრაცია დაიბლოკოს. რუსეთი კი ამ გეოპოლიტიკური „საჩუქრის“ სანაცვლოდ „უზრუნველყოფს“ ცხინვალისა და აფხაზეთის საქართველოში რაღაც ფორმით რეინტეგრაციას და ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა ფორმალურად აღდგება.

ამ არაფრით გამყარებული სპეკულაციების და წიაღსვლების დეტალურად გარჩევას აზრი არ აქვს. თუმცა აზრი აქვს იმაზე მსჯელობას, პოტენციურად არის თუ არა მზად რუსეთი ასეთი ნაბიჯი გადადგას და რამდენად უღირს ეს გრძელვადიან პერსპექტივაში. ან რამდენად უღირს ეს ეფემერული ტერიტორიული მთლიანობა თავად საქართველოს?!

აქ ჩაღრმავებული ანალიზის სივრცე არაა, ამიტომ მოკლედ ვიტყვი, რომ ჩემი აზრით მოსკოვი ამისათვის მზად არ არის. ამის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი კი არის ომი უკრაინაში, რომელიც რუსეთისთვის სახიფათოდ გაიწელა, თუმცა ისევე როგორც თავად უკრაინისთვის.

დასავლეთი არ მისცემს უკრაინას ომის დასრულების საშუალებას, ვიდრე ეცოდინება, რომ უკრაინას ჯერ კიდევ ჰყავს სამობილიზაციო რეზერვი, ანუ „საზარბაზნე ხორცი.“
ახლა თავად განსაჯეთ, ასეთ გამომფიტავ ომში ჩაბმულ რუსეთს, აქვს იმის მოტივაცია, რომ აფხაზეთის და ცხინვალის გამო ახალი თავის ტკივილი დაიმატოს და კავკასიაში დაძაბულობის ახალი კერა გაიჩალიჩოს?

თბილისში ზოგიერთებს ეჩვენებათ, რომ ცხინვალის და აფხაზეთის რეინტეგრაცია რუსეთის მეშვეობით იოლად მოხდება, ამის მერე რეგიონში დაიწყება ეკონომიკური აღორძინება და ა.შ. რეინტეგრაცია არა და ვერ მოხდება მთელი რიგი ფაქტორების გამო. რომც მოხდეს, რუსეთი ამ რეგიონებიდან საკუთარ ჯარებს გაიყვანს? არ გაიყვანს! იტყვის გარდამავალ ეტაპზე მაინც უნდა დარჩნენ აფხაზების და ოსების უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვისო. ან ვინმეს ჰგონია, რომ ოჩამჩირეს საზღვაო ბაზაზე იტყვის უარს? ასე რომ, კარგი იქნება თუ ილუზიებს დავემშვიდობებით.

უცხოური გავლენის გამჭვირვალობაზე კანონს სულ სხვა დანიშნულება აქვს და ამას შინ თუ გარეთ ყველა კარგად დაინახავს, ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე”, - წერს ანჯაფარიძე Facebook-ზე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
გიორგი ყარყარაშვილი ბარამიძის განცხადებაზე: ისეთი სიტყვა არ უნდა თქვა, რაც ჩრდილს აყენებს აფხაზეთის ომში დაღუპულ მებრძოლებს და ქართველ ხალხს მკვლელებად წარმოაჩენს, შენი სიტყვები აფხაზური და რუსული სააგენტოების მიერ არის წაღებული და ყველა ქართველს მკვლელს უწოდებენ
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
არქივი