ნანა კაკაბაძე: აშკარად მომსწრენი ვართ მსოფლიოს რუკაზე გავლენების სფეროების გადანაწილების და ახალი არქიტექტურის დღის წესრიგისა. ამიტომ, ჩვენი ხელისუფლების პასუხისმგებლობაა, საქართველომ ამ ახალ არქიტექტურაში კუთვნილი ადგილი დაიმკვიდროს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
1 15 თებერვალი 2025, 21:19

ევროპა დიდი სარკის წინ, - „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს” წევრი ნანა კაკაბაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვენებს.

როგორც ნანა კაკაბაძე აღნიშნავს, წლევანდელი მიუნხენის კონფერენცია მართლაც ისტორიული გამოდგა.

„აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა ჯეი დი ვენსმა გამოსვლისას მიუთითა, რომ ევროპა მრავალი გამოწვევის წინაშე დგას, მაგრამ კრიზისი, რომელსაც ახლა კონტინენტი აწყდება, მისივე გადაწყვეტილებების შედეგია და აღნიშნა, რომ ევროპისთვის მთავარი საფრთხე რუსეთი კი არა, თავად ევროპაა. ვერც ერთი დემოკრატია ვერ გადარჩება თუ მილიონობით ამომრჩეველს ეტყვის, რომ მათი აზრები და საზრუნავი, მათი მისწრაფებები და მოთხოვნები ყურადღების ღირსი არაა. პირდაპირ განაცხადა, რომ რუმინეთში არჩევნების გაუქმების გამო მხიარულება და სხვა ქვეყნებში მსგავსი ნაბიჯების გადადგმის მოწოდება ამერიკელებს შოკში აყენებს. როდესაც ევროსასამართლოები არღვევენ არჩევნებს და მაღალი თანამდებობის პირები სხვების გაუქმებით იმუქრებიან, ამით ევროპას საკუთარი თავის წინააღმდეგ გამოაქვს განაჩენი, რადგან ღალატობენ სწორედ იმ ღირებულებებს, რომლებსაც ვითომ იცავენ და დაუმატა: „თუ საკუთარი ამომრჩევლებისგან გარბიხარ, ამერიკა ვერ დაგეხმარება“-ო.

საქართველოში ზუსტად რუმინეთის მსგავსად ეცადნენ არჩევნების შედეგების გაუქმებას „დიდი ევროპელები“, მაგრამ რადგან ქართულ სასამართლოში ვერ მიაღწიეს, ახლა ამას საერთაშორისო ზეწოლით ცდილობენ.

მთავარი ის არის, რომ ვენსის გამოსვლა ევროპელებისთვის იყო დიდ სარკეში ჩახედება და იმის ჩვენება, რომ მათი მხრიდან ფარისევლობაა დემოკრატიაზე თუ ადამიანის უფლებების დაცვის მაღალ მატერიებზე საუბარი, როდესაც „ცუდ ტონად“ მონათლული საკითხების საბაბით და ამის გამო ცენზურის დაწესებით თავადვე უგულებელყოფენ სიტყვის თავისუფლებას, საკუთარი შეხედულებით ცნობენ ან არ ცნობენ სხვადასხვა ქვეყნების ხალხების მიერ არჩეულ ხელისუფლებებს, „არ-ცნობილების“ მიმართ კი მათ ძალადობრივ დამხობას უწყობენ ხელს.

კიდევ 2 მნიშვნელოვან საკითხს შეეხო ვენსი მიუნხენში. პირველი დანაშაულებრივი ევროპული მიგრაციული პოლიტიკა იყო, ხოლო მეორე - უკრაინის საკითხი.

მრუდე სარკეს მიჩვეულმა გაიოცებულმა ევროპელებმა მოულოდნელად დაინახეს, რომ აბსოლუტური ბლეფია უკრაინისათვის ნატოში გაწევრიანების დაპირება, უკრაინის გამარჯვების ილუზიებით გამოკვება, უკრაინისთვის უსასრულო და უანგარო დახმარების გაწევა, „უკანასკნელ უკრაინელამდე“ ომის გაგრძელება, უკრაინის გარეშე უკრაინის საკითხის გადაწყვეტლების მიღების გამორიცხვა და ა. შ. გაოცებული ევროპელები სუფთა სარკეში იყურებოდნენ და საკუთარ თვალებს და ყურებს არ უჯერებდნენ, ალბათ თავი სიზმარში ეგონათ. ბოლოს ზოგიერთმა გამოსაფხიზლებლად ლოყაზე იბწკინა და წამოილუღლუღა:
გერმანიის თავდაცვის მინისტრი პისტორიუსი:

„აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა დემოკრატიის განულებაზე ისაუბრა და თუ სწორად გავიგე, მან ევროპის მდგომარეობა იმ მდგომარეობას შეადარა, რომელიც ზოგიერთ ავტორიტარულ რეჟიმში ბატონობს. ქალბატონებო და ბატონებო, ეს მიუღებელია. ჩვენს დემოკრატიაში ყოველ მოსაზრებას აქვს ხმა და ეს საშუალებას აძლევს პარტიებს, რომლებიც ნაწილობრივ ექსტრემისტულები არიან, როგორიც „ალტერნატივა გერმანიისთვის“ არის, მათ შეუძლიათ კამპანიის წარმოება, როგორც ნებისმიერ სხვა პარტიას… მაგრამ დემოკრატია არ ნიშნავს, რომ ხმაურიანი უმცირესობა ავტომატურად მართალი იქნება და მათ არ შეუძლიათ გადაწყვიტონ რა არის სიმართლე. ეს არ ნიშნავს, რომ ყველას ყველაფრის თქმა შეუძლია და დემოკრატიას საკუთარი თავის დაცვის შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ექსტრემისტების წინააღმდეგ, რომლებიც მის განადგურებას ცდილობენ. მიხარია ევროპაში ცხოვრება, სადაც ეს დემოკრატია ყოველ დღე დაცულია მისი შიდა და გარე მტრებისგან”.

აი, ფარისევლობის კიდევ ერთი მაგალითი. თურმე გერმანიაში ექსტრემისტების რაღაც დონეზე შეზღუდვა შესაძლებელია და ეს შიდა და გარე მტრებისგან დემოკრატიის დაცვის აუცილებელი ელემენტია, მაგრამ საქართველოში პარლამენტზე, პოლიციელებზე და პოლიტიკოსებზე ფიზიკური თავდასხმა „მშვიდობიანი პროტესტის“ გამოხატულებაა და მათი შემზღუდავი ქართული „ტირანული და დიქტატორული“ რეჟიმი დასასჯელია. მით უმეტეს, რომ სწორედ საქართველოს „ხმაურიანი უმცირესობა“ წარმოადგენს გერმანიის თუ სხვა ევროპელი ბიუროკრატების ფავორიტებს.

რაც შეეხება დანგრეულ-განადგურებულ უკრაინას (რომლის ბედსაც ჩვენი „შიგევროპელები“ შენატროდნენ და მგონი დღესაც შენატრიან), კაია კალასმა გამოიდო თავი და წამოიკნავლა: „ევროპის გარეშე უკრაინის შესახებ შეთანხმება ჩავარდება. ნებისმიერი სწრაფი გარიგება უკრაინის შესახებ ბინძური გარიგებაა“-ო. კალასის ეს თავგამოდება გასაკვირიც არაა, რადგან ამ ქალს ჯერ ვერ გაუცნობიერებია, რომ უპასუხისმგებლო და ავანტურისტ პატარა ქვეყანა ესტონეთს კი აღარ წარმოადგენს, არამედ მთელი ევროპის სახელით ლაპარაკობს და ბრტყელ-ბრტელი სიტყვებით საუბრის დრო წავიდა, ეხლა საქმეა საჭირო, რომელიც არც მისგან და არც მისი პატარა ქვეყნისგან ხეირიანად გაკეთებული არავის უნახავს. ნატოს გენერალურმა მდივანმაც კი თავი დაიზღვია - „ჩვენ ყოველთვის გვინდოდა უკრაინაში მშვიდობა, მაგრამ უკრაინას არასოდეს შევპირებივართ, რომ მშვიდობის შემთხვევაშიც კი უკრაინა ნატოს წევრი გახდება“-ო.

მოკლედ, ის დროა, ყველამ გადაყაროს მრუდე სარკეები და სუფთა სარკეებში ჩაიხედონ, რაც, რა თქმა უნდა, საქართველოსაც ეხება. ილუზიები რომ კარგი თანამგზავრი არ არის, ეს უკრაინამაც დაგვანახვა. აშკარად მომსწრენი ვართ მსოფლიოს რუკაზე გავლენების სფეროების გადანაწილების და ახალი არქიტექტურის დღის წესრიგისა. ამიტომ ჩვენი ხელისუფლების ვალდებულება და პასუხისმგებლობაა, რომ საქართველომ ამ ახალ არქიტექტურაში თავისი კუთვნილი პატარა, მაგრამ დიდი მნიშვნელობის ადგილი დაიმკვიდროს“, - წერს ნანა კაკაბაძე.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
დავით ჩიხელიძე: გაუგებარია როგორც ნია იმნაძის, ისე სხვა დაკავებულთა ოჯახის წევრების საჯარო განცხადებების ტონი-სანამ იმნაძის დედა ლოყების ხოკვასა და თავზე ნაცრის დაყრას დაიწყებს, უნდა გაიხსენოს, რომ ყველაფერი მისი შვილის ქმედებებით დაიწყო. ემოციური სცენები და დრამატული განცხადებები მომხდარ ტრაგედიას ვეღარ შეცვლის
გია აბაშიძე: მიუხედავად იმისა, რომ შესაძლოა, ორივე მხარე გარკვეულწილად დაზარალებულად მივიჩნიოთ, კონფლიქტის პროვოცირებაში მთავარი პასუხისმგებლობა, როგორც ჩანს, ნია იმნაძეს ეკისრება. ამ ფონზე, ოჯახის წევრების მიერ პროტესტის უკიდურესი ფორმების გამოხატვა ლოგიკურ დასაბუთებას სრულად მოკლებულია
თამთა მეგრელიშვილი: განვითარების დინამიკის ფონზე მიზანმიმართულად ხდება ყალბი აღქმის შექმნა იმის შესახებ, რომ საქართველო ტურისტებისთვის, განსაკუთრებით რუსი ტურისტებისთვის, საშიში ან არასასურველი გარემოა, რაც პოლიტიკური მანიპულაციაა
გია აბაშიძე: აგენტოკრატიის ერთ-ერთი აქტორის, ლორა თორნტონის განცხადება არის იმ გეგმის ნაწილი, როცა უსამშობლოებმა უნდა დააზიანონ საქართველოს იმიჯი, დააბულინგონ ტურისტები; ამ მრავალწახნაგოვან საბოტაჟს იძიებს სუს-ი
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
არქივი