ედიშერ გვენეტაძე პოლიციელის მიერ მხედველობის დაკარგვაზე: არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე "სინდისის" პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
386 15 აპრილი 2025, 20:10
მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე  მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ  სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რომელმაც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირი ეთერით მოუწოდა და წააქეზა მომიტინგეები შეეტიათ და ცოცხლად დაეწვათ ქართული სახელმწიფოს სამართალ დამცველები, - ასე ეხმიანება ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციას, რომლის თანახმად, პოლიციელმა, რომელსაც 29 ნოემბერს, აქციაზე რადიკალური ოპოზიციის აქტივისტებმა ბლაგვი საგანი ესროლეს, მხედველობა დაკარგა.

როგორც მან აღნიშნა, არავინ უნდა იფიქროს, რომ ე.წ. "სინდისის" პატიმრები ოდესმე მოინანიებენ იმ საშინელებას, რაც ჩაიდინეს.

"ნათქვამია-"მგელი არასდროს არ მოიშლის მგლობასა".
აქედან გამომდინარე:
 არავინ იფიქროს ე.წ. "სინდისის" პატიმრები ოდესმე, რომ მოინანიებენ იმ საშინელებას, რაც ჩაიდინეს;
არასდროს იფიქროთ, რომ რომელიმე "სინდისის" პატიმრის მშობელი იტყვის ოდესმე, ჩემმა შვილმა ეს რა უბედურება ჩაიდინაო;
არავინ იფიქროს, რომ ოდესმე გაუელვებს ჭიჭინაძის, ცეცხლაძის...დედებს აზრი იქნება იმ პოლიციელის "დედაი ჩემზე მწარედ
ტირისაო";
ამიტომაც
მე რიგითი საქართველოს მოქალაქე ედიშერ გვენეტაძე  მოვითხოვ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უცხო ქვეყნების აგენტ  სალომე ზურაბიშვილის მიმართ. რომელმაც პრეზიდენტობის მოვალეობის შესრულების დროს, პირდაპირი ეთერით მოუწოდა და წააქეზა მომიტინგეები შეეტიათ და ცოცხლად დაეწვათ ქართული სახელმწიფოს სამართალდამცველები.
დამნაშავეთა ნამოქმედარი
შედეგი სახეზეა", - წერს ედიშერ გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი