ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
351 07 მაისი 2025, 18:38
ოპოზიცია ისევ ემზადება ერთი მთავარი ლოზუნგის მხარდასაჭერად, რომ არჩევნები გაყალბდა და ამის დამტკიცება მათ ვერ შეძლეს ვერანაირი ფაქტების მიტანით, ვერც საქართველოში და ვერც უცხოეთში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ წევრმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.

„მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა არ მოგვილოცა ამ არჩევნებში გამარჯვება, რეალურად ყველამ აღიარა ამ არჩევნების ლეგიტიმაცია და „ქართული ოცნების“ გამარჯვება. არის ქვეყნები, რომლებიც არ არიან კმაყოფილი იმ შედეგებით, მაგრამ აღიარებენ. ამ აღიარების ერთ-ერთი დამადასტურებელი ფაქტი გახლავთ ის, რომ ოფიციალური მიმოწერა აქვთ ხელისუფლებასთან.

„MEGOBARI" აქტი არის ყველაზე არამეგობრული აქტი და დოკუმენტია, რაც კი მახსოვს საქართველოს ისტორიაში უცხოელობის მხრიდან, რადგან იქ არის ისეთი პუნქტები გაწერილი, რომელიც არანაირად არ ასახავს იმას, რომ ვიღაცა არის დაინტერესებული საქართველოს, როგორც სახელმწიფოს განვითარებით. ეს არის აქტი, სადაც არის გაწერილი პუნქტები იმისთვის, რომ ამ ოპოზიციას გაუწიონ ერთგვარი დახმარება, მხარდაჭერა გამოუცხადონ და კიდევ ერთხელ უთხრან, რომ ისინი მათ გვერდით არიან.

შესაძლებელია, რომ ამ აქტის შედგენის გადაწყვეტილება არ ეკუთვნოდეს ტრამპს და იყოს „დიფ სთეითის“ წარმომადგენლების გადაწყვეტილება, თუმცა ჩვენ ამის სურათი უფრო ნათლად გამოგვიჩნდება მას შემდეგ, როდესაც უკვე ავა ზედა პალატაში განსახილველად და საბოლოო ჯამში პრეზიდენტთან მივა ხელმოსაწერად. თუკი ტრამპს რეალურად სურს „დიფ სთეითის“ დამარცხება შეერთებულ შტატებში, ევროპასა და მსოფლიოში, მას აქვს ძალიან კარგი შანსი, ვინაიდან ეს აქტი არის ერთ-ერთი კარგი ლაკმუსის ქაღალდი იმისთვის, რომ ტრამპმა გვანახოს რეალობა არის ის, რომ ისინი მართლა ებრძვიან „დიფ სთეითს“, თუ გარკვეულ მომენტში იმაზე არიან დამოკიდებული მათ როგორ სჭირდებათ ამის გაკეთება.

ყველაზე დიდ შეცდომას რასაც უშვებენ ამ აქტის ავტორები, შემოქმედები და მხარდამჭერები არის ის, რომ კარად არ იციან საქართველო, არ იციან ქართველი ხალხის ბუნება და არ იციან ამ ხელისუფლების პრინციპულობა. ამ ხელისუფლებამ რამდენჯერმე ანახა გარკვეული პრინციპულობა მთელ რიგ საკითხებთან დაკავშირებით. თუნდაც ომთან და რუსეთთან სანქციების დაწესებასთან დაკავშირებით და ა.შ.“, - აღნიშნა ლევან ნიკოლეიშვილმა.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი