დავით ქართველიშვილი: დღევანდელმა საკომისიო მოსმენებმა დაგვარწმუნეს, რომ სააკაშვილს და მის სექტას სჭირდა და სჭირს კლასიკური სადიზმი, პიროვნების სადისტური აშლილობა და მაზოხიზმი
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
342 19 მაისი 2025, 13:11

სასამართლო სააკაშვილის ფსიქიატრიულ შეურაცხადობას თუ გამორიცხავს და „ნორმალურ" ადამიანად ცნობს, საზოგადოების რიტორიკულ შეკითხვას და მოთმინების უნარს „როდის გადაიყვანენ ციხის საკანში", ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია, - წერს სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი და პარლამენტის საგამოძიებო კომისიის დღევანდელ სხდომაზე გაჟღერებულ ფაქტებს ეხმიანება. კომისიის სხდომაზე 2011 წლის 26 მაისის დემონსტრაციის დარბევისას ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე ისაუბრეს და ერთ-ერთ ეპიზოდად სულიკო ასათიანის სადისტური მკვლელობის საქმე განიხილეს.

დავით ქართველიშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ სულიკო ასათიანს მკვლელობას დენის ზემოქმედებასთან საერთო არაფერი ჰქონდა და ის სულ სხვა ფენომენი იყო.

„დღეს საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის წინაშე, 2011 წლის 26 მაისის „სასაკლაოს" თემაზე გამოიკითხა ექს-დეპუტატი დავით ლორთქიფანიძე, რომელმაც აქციაზე სადისტურად მოკლული სულიკო ასათიანის თაობაზე, ეთნიკურად ქართველისთვის, მართლმადიდებლურად მონათლული ნორმალური ადამიანისთვის მოსასმენად შოკისმომგვრელი დეტალები მოგვიყვა. მეტროს სახურავზე მოთავსებულ, თითქოსდა „დენით დაღუპულ" სულიკო ასათიანს მარცხენა თვალი ჰქონდა გამოთხრილი, ყელი გამოგლეჯილი, ხელები დამტვრეული, რასაც დენის ზემოქმედებასთან საერთო არაფერი ჰქონია. ეს სულ სხვა ფენომენი იყო.

როდესაც სააკაშვილის ჯანმრთელობის თაობაზე ადგილობრივი თუ საერთაშორისო სამედიცინო სფეროს შარლატანების მხრიდან, ჩვენ ვიგებდით ნაცსექტის ბელადის ფეიკ-დიაგნოზების „ბუკეტზე", მათ შორის იყო: დემენცია, სარკოპენია და კახექსია, კუნთების ატროფია, გასტროენტეროლოგიური პრობლემები, ცილოვან-ენერგეტიკული დეფიციტი, კოგნიტიური დარღვევები, შფოთვა, პანიკური შეტევები, დეპრესია, კრუნჩხვები, ვერნიკეს ენცეფალოპათია, პერიფერიული ნერვული სისტემის დაზიანება, მძიმე ლითონებით ინტოქსიკაცია - ანუ ყველაფერი, გინეკოლოგიური ტოქსიკოზის გარდა.

სინამდვილეში, დღევანდელმა საკომისიო მოსმენებმა კიდევ ერთხელ დაგვარწმუნეს, რომ სააკაშვილს, მის სექტას, მის კრიმინალურ ბანდას და დამსჯელ რაზმებს სჭირდა და სჭირს: კლასიკური სადიზმი, პიროვნების სადისტური აშლილობა, სექსუალური სადიზმი, პარაფილია, სხვისი ტანჯვით შეპყრობილი ვიკარული სიამოვნება, ძალადობის მიმართ დესენსიბილიზაცია, პიროვნების ასოციალური აშლილობა, ფსიქოპათია, პიროვნების ნარცისული აშლილობა სადისტური ნიშნებით, მორალური გარყვნილება და მაზოხიზმი...

ეს არის სააკაშვილის და მისი სექტის არა ფეიკ, არამედ რეალური სამედიცინო დიაგნოზი და თუკი მიუხედავად ამისა, სასამართლო მის ფსიქიატრიულ შეურაცხადობას გამორიცხავს და „ნორმალურ" ადამიანად ცნობს, საზოგადოების რიტორიკულ შეკითხვას და მოთმინების უნარს „როდის გადაიყვანენ ციხის საკანში", ხანდაზმულობის ვადა არ გააჩნია..." - წერს დავით ქართველიშვილი.

სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი