ჩვენისთანა პატარა ქვეყანა პირველ სამიზნეშია „დიფ სთეითის“ იმიტომ, რომ სწორედ პატარა ქვეყნის პოზიციებიდან ჩვენზე გაცილებით უფრო მძლავრ და დიდ ქვეყნებს ვაძლევთ მაგალითს, რომ „დიფ სთეითთან“ გამკლავება საჭიროა
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
332 11 ივნისი 2025, 18:32
ჩვენისთანა პატარა ქვეყანა პირველ სამიზნეშია, მთავარ სამიზნეშია „დიფ სთეითის“ იმიტომ, რომ სწორედ პატარა ქვეყნის პოზიციებიდან ჩვენზე გაცილებით უფრო მძლავრ და დიდ ქვეყნებს ვაძლევთ მაგალითს, რომ „დიფ სთეითთან“ გამკლავება საჭიროა, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, „დიფ სთეითის“ დამარცხებაც საჭიროა.

„არათუ დასუსტება, არამედ დამარცხებაც კი თუკი ქვეყანა არ გადაუვა იმ თავის ფასეულობებს, რასაც ჰქვია სარწმუნოება, რასაც ჰქვია ტრადიციულობა, ოჯახური ფასეულობები. ის ყველაფერი, რაც დაკნინებული და მეტ ნაკლებად მოშლილია ევროპის კონტინენტზე, საქართველოში ასე თუ ისე შენარჩუნებულია, გარდა, რა თქმა უნდა, თუნდაც იმ ერთი მესამედისა ჩვენი მოსახლეობის, რომელმაც ვერ გაუძლო ამ ბრძოლას. თუნდაც, სააკაშვილის რეჟიმის დრო, სამწუხაროდ მოხდა მათი გენმოდიფიცირება, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით, მაგრამ დღეს უმრავლესობა მოსახლეობის, თუნდაც 17 მაისის ყოველწლიური მასშტაბური გამოსვლებით, მთელ მსოფლიოს აჩვენებს ამ მაგალითს, თუ როგორ შეიძლება გაუძლო პატარა ქვეყანამ იმ შემოტევას, რომელიც ზუსტად რომ ამ ფასეულობების განადგურებაზეა განკუთვნილი, რადგანაც ჩვენგანაც მიიღონ არა მოქალაქეები, არა ქართველები, არამედ, ეთნოსის, რელიგიისა და თვითმყოფადობის გარეშე რაღაც ბიომასა, რომელიც ადვილად მართვადი იქნება“, - აღნიშნა დავით ქართველიშვილმა.

მისივე თქმით, ჩვენ ვართ დღეს ექსპორტიორი ზუსტად იმ სიჯიუტის, რომელმაც შეიძლება დაამარცხოს გოლიათი.

„ჩვენ ვართ ზუსტად ის პატარა დავითი. ამიტომ, ჩვენნაირი მაგალითი იწვევს უკიდურეს გაღიზიანებას ჩვენი მოწინააღმდეგეების მხრიდან“, - განაცხადა მან.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი