ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს
სარეკლამო ადგილი - 10
650 x 60
360 24 ივნისი 2025, 13:04
ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს. დღეს ისმის კითხვა - რას ითხოვენ ამ ლობისტების ქურქში გახვეულ მექრთამე ლობისტთა ჯგუფები საქართველოსგან და რატომ იცავენ ასეთი გამეტებით მათ მსგავსად „პოლიტიკოსობის“ ნიღაბს ამოფარებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონელ კრიმინალებს? - წერს ექსპერტი ედიშერ გვენეტაძე სოციალურ ქსელში.

როგორც გვენეტაძე აღნიშნავს, ევრობიუროკრატები, მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი „დიფ სტეიტელი“ პატრონების დავალებებს ასრულებენ - მათ სურთ, საქართველო ჩაითრიონ ომში.

„ ბრიუსელში დაბუდებული ევრობიუროკრატია ავგიას თავლად რომ იქცა, ეს პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებისთვის დიდი ხანია უკვე არ წარმოადგენს ეჭვის საგანს.
დღეს ისმის კითხვა - რას ითხოვენ ამ ლობისტების ქურქში გახვეულ მექრთამე ლობისტთა ჯგუფები საქართველოსგან და რატომ იცავენ ასეთი გამეტებით მათ მსგავსად „პოლიტიკოსობის“ ნიღაბს ამოფარებულ ადგილობრივ მეხუთე კოლონელ კრიმინალებს?
პასუხი მარტივია: ისინი მხოლოდ და მხოლოდ თავიანთი „დიფ სტეიტელი“ პატრონების დავალებებს ასრულებენ - მათ სურთ, საქართველო ჩაითრიონ ომში, ხოლო შემდეგ საკუთარ მონაპოვრად მიითვალონ აქედან მოპარული და „გაიმასქნებული“ ლარების გადაქცეული ევრო და დოლარი.

ზუსტად ამიტომ, ეს ავგიას თავლა უდაოდ გასაწმენდია. და როგორც მოვლენები ვითარდება, ძალიან დიდი ალბათობაა, ეს პროცესი უახლოეს მომავალში დაიწყოს.“ - წერს გვენეტაძე.
სარეკლამო ადგილი - 11
650 x 60
მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედა ნანა ჟორჟოლიანს: დადგება დრო და დღევანდელი „პოსტაობა“ საკუთარ თავთან შეგარცხვენთ, ეს არის დანაშაულის ტოლფასი შეცდომა, რომლის გამოსწორება შეუძლებელია
ზაზა შათირიშვილი: „დიფ სთეითის“ მთავარი მიზანი მსოფლიოში კორპორაციული მმართველობის დამკვიდრებაა, რისთვისაც, ტრადიციული სახელმწიფოების დასუსტება და საზოგადოების კრიზისულ მდგომარეობაში ჩაყენებაა აუცილებელი. ომი ამ მიზნების მიღწევის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ინსტრუმენტია
ეკა კუპატაძე - საქართველომ მორიგი ბრძოლა მოუგო ჯანმრთელი, უდანაშაულო, გენიოსი, ახალგაზრდა ექიმის — გიგა ავალიანის — მკვლელებს!
ზაალ ანჯაფარიძე: საქართველოში მოქმედი, თუმცა უცხოეთში რეგისტრირებული და შესაბამისად, იქ მათი უცხოური პატრონაჟის ქვეშ მყოფი მედია უკვე წლებია ეწევა საქართველოს გაშავების კამპანიას - ვეტყოდი სუს-ს, რომ ადრე იყო საჭირო მათი გამოვლენა და ამაზე რეაგირება
გია აბაშიძე: ერთ-ერთი ბოროტი უსამშობლოს, გიორგი ბარამიძის ანტიქართული განცხადება, თითქოს აგვისტოს ომის დროს ჩვენი მებრძოლები ტყვეებს ხვრეტდნენ, არ უნდა დარჩეს სამართლებრივი რეაგირების გარეშე
არქივი